|
დასახელება:
ფეიროლის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
თეგეტა მოტორსი
|
|
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
|
ჩვენ უწყვეტი ენერგიის, პროგრესის, შესაძლებლობებისა და სასიკეთო გარდამტეხი ცვლილებების ძრავა ვართ. 30 წელია, ვზრუნავთ ავტოსფეროს განვითარებაზე და მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს ვთავაზობთ. ჩვენი ნებისმიერი წარმატების უკან დგანან პროფესიონალი და გამბედავი ადამიანები, რომლებსაც სჯერათ, რომ თუ ინდომებ, შეუძლებელი არაფერია. თეგეტაში ვქმნით სამუშაო გარემოს, სადაც ერთმანეთს მხარს ვუჭერთ, ყოველდღე ახალს ვსწავლობთ და გამოწვევებს გუნდურად ვპასუხობთ. განვითარება ჩვენი მამოძრავებელი ძალაა და პროგრესის გზაზე ახალ თანამგზავრებს ვეძებთ.
ამჯერად, "თეგეტა მოტორსის" გუნდში ფეიროლის სპეციალისტის პოზიცია გვაქვს ვაკანტური.
თუ ფიქრობ, რომ შეგიძლია:
** ფიქსირებული და ცვლადი ანაზღაურების სრულყოფილი კალკულაცია;
** საბანკო უწყისების მომზადება და გადარიცხვების უზრუნველსაყოფად შესაბამის სტრუქტურებთან თანამშრომლობა;
** დარიცხვის უწყისების ფორმირება და მონაცემების გადამოწმება შიდა პოლიტიკებთან შესაბამისობის მიზნით;
** ახალი სახელფასო სისტემებისთვის კალკულაციის ფაილების გამართვა და მაქსიმალური ავტომატიზაცია (Excel/Sheets, ფორმულები, მოდულები);
** სახელფასო ბარათებზე ნაშთების კონტროლი და საჭირო გადაწყვეტილებების ინიცირება;
** HC და საოპერაციო გუნდებისთვის წინა პერიოდების დარიცხვებზე ინფორმაციის მიწოდება გადაწყვეტილების მიღების მხარდასაჭერად;
** სახელფასო მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვა და GDPR/პერსონალურ მონაცემთა დაცვის სტანდარტებთან შესაბამისობა;
** საჭიროების შემთხვევაში ანაზღაურების პოლიტიკის, სახელფასო ცვლილებებისა და პროცესების გაუმჯობესებაში მონაწილეობა.
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
** ანალიტიკური აზროვნება;
** არგუმენტაციის კარგი უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
თუ ჩვენს საკვალიფიკაციო მოთხოვნებს აკმაყოფილებ:
** უმაღლესი განათლება ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვის, ბიზნესის ადმინისტრირების ან შესაბამის სფეროში;
** ანალოგიურ პოზიციაზე გამოცდილება Payroll/დარიცხვების მიმართულებით (მინიმუმ 1-2 წელი);
** Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
** სახელფასო კალკულაციების ფაილებთან მუშაობის და ავტომატიზირებული მოდელების შექმნის უნარი;
** საბანკო გადარიცხვებისთვის საბანკო/დარიცხვის უწყისებთან მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია შრომითი კანონმდებლობისა და საგადასახადო წესების ზოგადი ცოდნა;
** ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.
მაშინ, ჩვენ შენ გეძებთ.
თეგეტაში დაგხვდება:
** პროფესიონალებით დაკომპლექტებული გუნდი და მეგობრული გარემო;
** პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობა;
** სამედიცინო დაზღვევა;
** სხვადასხვა ტიპის კორპორაციული შეთავაზებები და ფასდაკლებები;
** მრავალფეროვანი ტრენინგები და სასწავლო პროგრამები.
განაცხადის სანახავად, გთხოვთ, მიჰყევით ბმულს: https://jobs.pointer.ge//tegeta-motors/detail-view?vacancyId=2034
თეგეტა ჰოლდინგში, თანასწორობა უმნიშვნელოვანესი ღირებულებაა. ჩვენ ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომით ურთიერთობებში და სწორედ ამიტომ, ჩვენთან დასაქმებულ თითოეულ ადამიანს უსაფრთხო, არადისკრიმინაციულ და თანასწორ სამუშაო გარემოს ვთავაზობთ, სადაც მისი ფუნდამენტური სოციალური და კულტურული უფლებები დაცულია.
|
|
|
|