|
დასახელება:
სატელეფონო გაყიდვების სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
მოგო
|
|
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
|
ვაკანსია: სატელეფონო გაყიდვების სპეციალისტი
პოზიციის შესახებ:
ჩვენ ვაფართოებთ გაყიდვების გუნდს და ვეძებთ აქტიურ, კომუნიკაბელურ და შედეგებზე ორიენტირებულ სატელეფონო გაყიდვების სპეციალისტებს.
პოზიცია შესაფერისია მათთვის, ვისაც უყვარს გაყიდვები, მომხმარებლებთან კომუნიკაცია და დასახული მიზნების მიღწევა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** გაყიდვებში მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ქოლ-ცენტრში / ტელემარკეტინგში მუშაობის გამოცდილება
დამატებითი უპირატესობა ექნება გამოცდილებას ქვემოთ ჩამოთვლილ სექტორებში:
** ტელეკომუნიკაციები
** ფინანსური სექტორი / სალიზინგო პროდუქტები
** სადაზღვევო სექტორი
** გაყიდვებზე ფოკუსირებული აზროვნება - მომხმარებლის საჭიროებების სწრაფი განსაზღვრა და შეთავაზების სწორად მორგება
** კარგი მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი
** ცვლებში მუშაობის უნარი
** კარგი კომუნიკაციის უნარი - ნათელი მეტყველება, პოზიტიური დამოკიდებულება, აქტიური მოსმენა
ძირითადი მოვალეობები:
** პოტენციურ მომხმარებლებთან სატელეფონო ზარების განხორციელება
** არსებული და ახალი კლიენტების ბაზის მართვა
** პროდუქტის/სერვისის პროფესიონალური და გასაგები წარდგენა
** მომხმარებლის საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი შეთავაზებების გაკეთება
** ყოველდღიური/ყოველკვირეული/ყოველთვიური გაყიდვების გეგმების შესრულება და გადაჭარბება
** ზარებისა და საკონტაქტო მონაცემების ზუსტი და სისტემატური აღრიცხვა
რას გთავაზობთ:
** კონკურენტული ხელფასი და შედეგზე დაფუძნებული ბონუსი
** პროფესიული ტრენინგები
** დინამიური და აქტიური სამუშაო გარემო
** კარიერული განვითარების შესაძლებლობები
საკონტაქტო მეილი Maka.gabunia@mogo.ge
|
|
|
|