|
დასახელება:
ავტო შემფასებელი
|
| მომწოდებელი:
მოგო
|
|
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
|
კომპანია "მოგო" აცხადებს ვაკანსიას ავტო შემფასებლის პოზიციაზე - თბილისში.
"მოგო" არის საერთაშორისო ჯგუფში "Eleving" შემავალი კომპანია. Eleving ჯგუფი აერთიანებს საერთაშორისო და სწრაფად მზარდ ტექნოლოგიურ კომპანიებს და ოპერირებს 3 კონტინენტზე სატრანსპორტო საშუალებებისა და სამომხმარებლო დაფინანსების მიმართულებით. კომპანია Mogo დაარსდა 2012 წელს ლატვიაში, სწრაფად გადაიქცა მრავალ ბრენდულ ჯგუფად და, 2020 წლიდან, ზედიზედ ორი წლის განმავლობაში Financial Times-ის 1000 ყველაზე სწრაფად მზარდ კომპანიათა სიაშია. ამჟამად Eleving ჯგუფში დასაქმებულია 2500-ზე მეტი თანამშრომელი.
მეტი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, იხილოთ კომპანიის ვებ-გვერდი https://www.mogo.ge/
ძირითადი მოვალეობები:
** ავტომობილის შეფასება მისი ინტერიერისა და ექსტერიერის დეტალური დათვალიერების საფუძველზე;
** ავტომობილების შეფასების ბაზებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის შექმნა;
** პერიოდული ანგარიშგებისა და რეპორტების წარმოება უშუალო უფროსთან დადგენილი წესის შესაბამისად;
** მომხმარებელთა მომსახურება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ავტო ბაზრის სპეციფიკის საფუძვლიანი ცოდნა;
** ავტომანქანების მარკის, მოდელის და კომპლექტაციების კარგად ცოდნა;
** ფოტოსურათებით დაზიანებების აღქმა, შეფასება და სავარაუდო შეკეთების ღირებულების დადგენა;
** ავტომანქანის საბაზრო ღირებულების დადგენა
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა (Excel, Word, Outlook);
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.
დამატებითი მოთხოვნები:
** მომხმარებელთა მომსახურების უნარ-ჩვევები;
** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** კომუნიკაბელურობა, ოპერატიულობა და ყურადღება დეტალების მიმართ.
ჩვენ გთავაზობთ:
** შესაძლებლობას გახდე სწრაფად მზარდი საერთაშორისო კომპანიის თანამშრომელი;
** პროფესიული განვითარებისა და თვითრეალიზაციის შესაძლებლობას;
** სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** ინოვაციებზე ორიენტირებულ გარემოში მუშაობის შესაძლებლობას;
** პროფესიულ ტრენინგებს.
საკონტაქტო მეილი Maka.gabunia@mogo.ge
|
|
|
|