Робота для біженців з України
საერთაშორისო ბაღის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საერთაშორისო ბაღის მენეჯერი
მომწოდებელი: მონტესორი უნივერსი
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / ბოლო ვადა: 02 დეკემბერი
შპს "მონტესორი უნივერსი", არის ორგანიზაცია, რომელიც ფლობს მონტესორის საბავშვო ბაღის ოფიციალურ ფრენშაიზინგს, რაც გულისხმობს ლიცენზირებულ მოდელს, რისი საშუალებითაც ქ. თბილისში, 2025 წლის სექტემბრიდან გაიხსნა საერთაშორისო სტანდარტის სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულება/საბავშვო ბაღი. ბაღში გამოყენებულია მარია მონტესორის მეთოდის პრინციპები.

ვაკანსია მონტესორის ოფიციალური, საერთაშორისო ბაღის მენეჯერის პოზიციაზე

ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი (ლისის ტბის მიმდებარედ)

მონტესორის მეთოდი:

** მონტესორის მეთოდის ძირითადი მიზანია ბავშვის განვითარების ხელშეწყობა ისე, რომ მოხდეს სრულყოფილი პიროვნების ფორმირება.
** მონტესორის მეთოდი ფოკუსირებულია ბავშვზე ორიენტირებულ განათლებაზე, სადაც ბავშვები სწავლობენ დამოუკიდებლად, თამაშითა და კვლევით.

ძირითადი პრინციპებია:

** ინდივიდუალური განვითარება.
** თავისუფლება არჩევანისა და აქტივობების მიმართ (სტრუქტურაში).
** სპეციალურად შექმნილი საგანმანათლებლო მასალები და მოწყობილობები.


ძირითადი მოვალეობები:

** ბაღის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება და მართვა მონტესორის ფილოსოფიის შესაბამისად;
** მონტესორის პედაგოგიური მიდგომების დანერგვა და ხარისხის კონტროლი; ჯგუფების დაგეგმვა და დღის რეჟიმის კონტროლი;
** პედაგოგების დახმარება გაიარონ მონტესორის სწავლების 6 თვიანი კურსი;
** პედაგოგიური და ადმინისტრაციული გუნდის კოორდინაცია, მონიტორინგი და მხარდაჭერა;
** მშობლებთან კომუნიკაცია და ურთიერთობის მართვა;
** მასალებისა და გარემოს მონტესორის სტანდარტების მიხედვით მოვლა;
** ადმინისტრაციული დოკუმენტების და კორესპონდენციის მართვა;
** მონაწილეობა ბაღის სტრატეგიულ განვითარებაში.
** დამფუძნებლებთან და მონტესორის მთავარ ოფისთან ურთიერთობა და მათთვის შინაარსობრივი ანგარიშების მომზადება;
** საქმიანობის შესაბამისი კანონმდებლობის ცოდნა; სკოლამდელი განათლების რეგულაციების შესრულების მიზნით, ურთიერთობა სახელმწიფო ინსტიტუციებთან;

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია განათლების მართვის ან განათლების სფეროში);
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მართვის პოზიციაზე (დაქვემდებარებაში მყოფი მინიმუმ 5 ადამიანი).
** განსაკუთრებულ შემთხვევებში არასამუშაო დროს მუშაობის შესაძლებლობა;
** ლიდერული უნარები და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნების უნარი;
** კომუნიკაციის, ორგანიზების და პრობლემების გადაჭრის უნარები;
** ქართული ენის ზედმიწევნით ცოდნა;
** ინგლისური ენის კარგად ცოდნა.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 40 საათი, 2 დასვენების დღე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV ა.წ 2 დეკემბრამდე შემდეგ მისამართზე: info@montessori-universe.com და სათაურის ველში, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მენეჯერი". გასაუბრებაზე დაბარებულ იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, ვინც აკმაყოფილებს გამოქვეყნებულ მოთხოვნებს.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე