|
დასახელება:
საოპერაციო მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
NBA Basketball
|
|
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
NBA Basketball School Georgia ეძებს ენერგიულ, პასუხისმგებლიან და სტრატეგიულად მოაზროვნე Operations Manager-ს, რომელიც მართავს სკოლის ოპერაციულ პროცესებს.
ეს არის უნიკალური შესაძლებლობა — ჩაერთო მაღალი სტანდარტის საერთაშორისო სპორტული პროექტის განვითარებაში და გახდე მისი ერთ-ერთი მთავარი შემქმნელი.
ლოკაცია: თბილისში/დარბაზის ლოკაციებზე
განაკვეთი: სრულ განაკვეთზე
სამუშაო გრაფიკი: არანორმირებული
ანაზღაურება: ₾1, 400 - ₾1, 800, გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით
საგამოცდო პერიოდი: 3 თვე
CV-ების გაგზავნის ბოლო ვადა: 30.11.2025.
ელფოსტა აპლიკაციისთვის: info@jbsacademy.ge
პოზიციის შესახებ:
ძირითადი მოვალეობები:
** საოპერაციო გეგმების შესრულების უზრუნველყოფა და ყოველდღიური კონტროლი.
** NBA Basketball School-ის მეთოდოლოგიის, ფილოსოფიის და კურიკულუმის დანერგვა.
** სავარჯიშო პროცესის ზედამხედველობა, მწვრთნელებთან კოორდინაცია, ხარისხის კონტროლი.
** NBA Playbook-ის მოდულების შესწავლა და გუნდისთვის ტრენინგების კოორდინაცია.
** საოპერაციო სისტემა "Classcard" სისტემის ადმინისტრირება.
** დარბაზების ტექნიკური/ვიზუალური მზადყოფნა და ინვენტარის უზრუნველყოფა.
** ახალი ლოკაციების მოძიება, შეთანხმება და გახსნა.
** ბავშვების რაოდენობის ზრდის მხარდაჭერა და მშობლებთან კავშირი.
** ბაზრის კვლევა და კონკურენტების ანალიზი.
** ამხანაგური მატჩების, შიდა ტურნირების და ღონისძიებების ორგანიზება.
მოკლე და საშუალო ვადიანი მიზნები:
** მოკლე ვადაში (0-3 თვე): პროცესების სტანდარტიზაცია, დამატებითი ლოკაციების მოძიება, ჯგუფების ზრდა.
** საშუალო ვადაში (3-12 თვე): სტაბილური საოპერაციო პროცესი, ბავშვთა ჯგუფების მაქსიმალური ზრდა და მშობლების კმაყოფილება.
ჩვენი მხარდაჭერა:
** დამფუძნებლები, ტექნიკური დირექტორი, მარკეტინგის, ადმინისტრაციისა და ფინანსური გუნდი.
** სრული მხარდაჭერა პროცესების მართვასა და გადაწყვეტილებების მიღებაში.
|
|
|
|