|
დასახელება:
კოსმეტიკის ბრენდ მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ნავნე
|
|
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
|
კომპანია "ნავნე" — ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი აუთლეტ-მაღაზიათა ქსელი, რომელიც 17 წელზე მეტია წარმატებით ოპერირებს ქართულ ბაზარზე და ფლობს 23 ფილიალს ქვეყნის მასშტაბით- აცხადებს ვაკანსიას კოსმეტიკის ბრენდ მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 10:00-18:00.
ანაზღაურება: შედგება კანდიდატის გამოცდილების მიხედვით.
ძირითადი მოვალეობები:
** ბრენდის მოკლე და გრძელვადიანი განვითარების სტრატეგიის შექმნა და შესრულების კოორდინირება.
** ბრენდის თვის და წლის მიზნების ჩამოყალიბება — გაყიდვების ზრდა, აქტივობების დაგეგმვა და შედეგების მონიტორინგი.
** ახალი პროდუქტების ბაზარზე სწორი პოზიციონირება.
** მომხმარებლის ქცევის, ბაზრის ტენდენციებისა და კონკურენტული გარემოს რეგულარული ანალიზი, მონაცემებზე დაფუძნებული რეკომენდაციების მომზადება.
** ბრენდის პროდუქტების ასორტიმენტის მართვა.
** შესყიდვების პროცესში ჩართულობა, მომწოდებლებთან მტკიცე პარტნიორული ურთიერთობების ჩამოყალიბება.
** მარკეტინგის გუნდთან ერთად გაყიდვების სტიმულირების აქტივობების დაგეგმვა — კამპანიები, აქციები.
** მაღაზიის თანამშრომლების დატრენინგება, რათა მომხმარებელი მიიღოს ბრენდის სტანდარტის შესაბამისი გამოცდილება.
** ბრენდის KPIs-ის მართვა და შესრულებაზე სრული პასუხისმგებლობა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება -სასურველია მენეჯმენტის მიმართულებით.
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება მსგავს პოზიციაზე, კოსმეტიკის ინდუსტრიაში (აუცილებელია)
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნეთ რეზიუმე ელფოსტაზე hr@navne.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|