Робота для біженців з України
დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: დივაინი
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
The Wine • დივაინი კომპანია "თბილღვინოს" პროექტია და არის პრემიალური ღვინის მაღაზია-ბარი, რომელიც გთავაზობთ საგულდაგულოდ შერჩეულ ექსკლუზიურ ღვინოებს მსოფლიოს წამყვანი რეგიონებიდან. ჩვენი კოლექციები აერთიანებს იტალიის, საფრანგეთის, ახალი ზელანდიის, აშშ-ისა და სხვა ქვეყნების გამორჩეულ ღვინოებს.

The Wine • დივაინი აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

ძირითადი ამოცანები:

** მაღაზია-ბარის დალაგება სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების და გრაფიკის გათვალისწინებით
** ჭურჭლის გარეცხვა ან/და გამშრალება და მოწესრიგებულ მდგომარეობაში შენახვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება
** მოწესრიგებულობა და პასუხისმგებლობა

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი: ირაკლი აბაშიძის ქუჩა #64
** სამუშაო გრაფიკი: 2/2 გრაფიკი - 12-საათიანი ცვლა: 2 დღე მუშაობა, შემდეგ 2 დღე დასვენება
** კომპანია უზრუნველყოფს თანამშრომლის ჯანმრთელობის დაზღვევას

დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი საკონტაქტო ინფორმაცია, ან რეზიუმე ელ-ფოსტაზე: join@tbilvino.ge (სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება) ან დარეკეთ ნომერზე: 595 895 421

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე