Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=682891&print=yes&view=jobs
 
HR და ადმინისტრაციული ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: HR და ადმინისტრაციული ასისტენტი
მომწოდებელი: აკერი
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / ბოლო ვადა: 17 დეკემბერი
AKER Tbilisi აცხადებს ვაკანსიას HR და ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.

AKER Tbilisi არის საერთაშორისო ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია, რომელიც წარმატებით ოპერირებს ქართულ და საერთაშორისო ბაზრებზე. ჩვენი მიზანია დავეხმაროთ კომპანიებს მათთვის საუკეთესო სტრატეგიების და გადაწყვეტილებების მოძიებაში, რომელიც მათ ხელს შეუწყობს ორგანიზაციული განვითარებისა და ეფექტურობის გაძლიერებაში.

ჩვენ ვეძებთ გუნდის ახალ წევრს, რომელიც დაგვეხმარება პროექტების წარმატებით განხორციელებაში.

პოზიციის დასახელება: HR და ადმინისტრაციული ასისტენტი
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო დღეები: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
სამუშაო საათები: 10:00 - 18:00 მდე

პოზიციის აღწერა: პოზიციის მიზანია უზრუნველყოს კომპანიის ადამიანური რესურსების, ადმინისტრაციული და საორგანიზაციო პროცესების მხარდაჭერა

სამუშაო აღწერილობა:

** კომპანიის HR პროცესებში ჩართულობა და მენეჯმენტის მხარდაჭერა
** შერჩევის პროცესების ორგანიზება და მართვა
** კომპანიის თანამშრომლების ადმინისტრაციული მხარდაჭერა
** საოფისე და ადმინისტრაციული დოკუმენტების მომზადება და დაარქივება
** ჩართულობა საგანმანათლებლო პროექტებთან დაკავშირებულ ამოცანებში: ლექტორების მოძიება, პროცესის კოორდინირება, სივებისა და სხვა საჭირო დოკუმენტების მოწესრიგება და ორგანიზება
** მონაწილეობის მიღება კომპანიის სასწავლო პროექტის განვითარების პროცესში, პროცესების მხარდაჭერა და ადმინისტრაციული დახმარება
** დირექტორის მიერ დაკისრებული სხვა ამოცანების შესრულება კვალიფიკაციის ფარგლებში

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება ადმინისტრაციული ან HR მიმართულებით
** სასურველია გამოცდილება საგანმანათლებლო სფეროში ან/და მუშაობის სურვილი საგანმანათლებლო მიმართულებით
** მნიშვნელოვანია დეტალებზე ორიენტირება და ორგანიზებულობა
** კომუნიკაციის და წერითი უნარები
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა
** სურვილი განავითაროს პროფესიული უნარები HR და ადმინისტრაციულ მიმართულებებში, განსაკუთრებით საგანმანათლებლო სფეროში

რას გთავაზობთ ჩვენ?

** კარიერული და პიროვნული ზრდის შესაძლებლობას
** On job ტრენინგებს
** ახალგაზრდა, მოტივირებულ და ერთმანეთის მხარდამჭერ გუნდთან მუშაობის შესაძლებლობას
** სამართლიან და ღირებულებებზე დაფუძნებულ ბიზნეს გარემოს

როგორ უნდა წარადგინოთ განაცხადი?

თუ ჩვენი ღირებულებები შენსას ემთხვევა და გსურთ გახდეთ ჩვენი გუნდის წევრი, გამოაგზავნეთ თქვენი CV ელ. ფოსტაზე: HR@akertbilisi.com და გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "HR და ადმინისტრაციული ასისტენტი".

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა: 17.12.2025

AKER Tbilisi - We See Tomorrow Today

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს: http://www.akertbilisi.com

ასევე, სოციალურ ქსელებს:
Facebook: https://www.facebook.com/share/1bGnuBCE1G/?mibextid=wwXIfr
Instagram: https://www.instagram.com/akertbilisi?igsh=c2RjM2l3ZmFweGU4
linkedin: https://www.linkedin.com/company/firefliesmanagment/
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია