Робота для біженців з України
კონტენტ კრეატორი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტ კრეატორი
მომწოდებელი: REA Investment
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
"REA Investment" წარმოადგენს კომპანიას, რომელსაც უძრავი ქონების გაყიდვების მიმართულებით აქვს 8 წლიანი გამოცდილება აჭარის ბაზარზე. კომპანია უზრუნველყოფს კვლევებს, ანალიზსა და საკონსულტაციო მომსახურებას პოტენციური კლიენტებისათვის.

"REA Investment" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ კრეატორის პოზიციაზე ბათუმში.

ძირითადი მოვალეობები:

** მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა ვიდეო და ფოტო მასალის შესაქმნელად;
** აღჭურვილობის, განათების, ხმის და მონტაჟის სისტემების მართვა;
** კომპანიისთვის ფოტო/ვიდეო მასალის გადაღება (სოციალური ქსელებისთვის, სარეკლამო ვიდეოები და სხვა);
** ვიდეო მასალის დამუშავება (სწორად აწყობა, ვიზუალური და ხმოვანი ეფექტების გამოყენება);
** ბრენდის გაიდლაინის დაცვით, პროდუქტის სპეციფიკის შესაბამისი, კრეატიული და თანამედროვე ტენდენციების მატარებელი ციფრული და სოციალური მედიის კონტენტის შექმნა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** კონტენტ კრეატორად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
** პროგრამების ცოდნა: Adobe Premiere Pro, Adobe After Effects,
** პორტფოლიო, რომელიც აჩვენებს შემოქმედებითობასა და ტექნიკურ უნარებს;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** Reels-ის და მოკლე ვიდეოების ალგორითმის ცოდნა;
** კარგი დროის მართვის უნარი, კრეატიულობა, პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის კულტურა.

სამუშაო გრაფიკი: 5 (ხუთი) სამუშაო დღე კვირაში (10:00-18:00);
ანაზღაურება: ფიქსირებული

გთხოვთ, რეზიუმე გამოაგზავნოთ ელფოსტაზე: hreainvestment@gmail.com სათაურში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "კონტეტ კრეატორი"

გთხოვთ გაითვალისწინოთ: თქვენი მონაცემების გაგზავნით, ადასტურებთ თანხმობას "პერსონალური ინფორმაციის დამუშავებაზე, "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ"კანონმდებლობის შესაბამისად. გამოგზავნილი რეზიუმეები კომპანიაში ინახება არაუმეტეს 6 თვისა. კანდიდატურა შესაძლებელია გამოყენებული იქნას სხვა შესაბამის პოზიციაზეც.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე