Робота для біженців з України
გრაფიკული დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გრაფიკული დიზაინერი
მომწოდებელი: პანორამა ჯგუფი
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი / ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "პანორამა ჯგუფი" უკვე 10 წელია წარმატებით ფუნქციონირებს თბილისსა და ქუთაისში. კომპანიის პორტფელი აერთიანებს არქიტექტურულად და ხარისხობრივად გამორჩეულ ათეულობით პროექტს.

პანორამა ჯგუფში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს გრაფიკული დიზაინერის (დისტანციური) პოზიციაზე.

ჩვენ გთავაზობთ:

** ზრდის და განვითარების დიდ შესაძლებლობას
** საინტერესო სამუშაო გარემოს
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს და კონკურენტულ ანაზღაურებას

სამუშაო ადგილი: დისტანციური
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** მარკეტინგული კამპანიებისთვის ვიზუალური დიზაინის შექმნა, მათ შორის: ციფრული რეკლამები, სოციალური მედიის დიზაინები, ბეჭდური მასალები.
** გრაფიკული სარეკლამო მასალების შექმნა: პოსტერები, იმიჯები, Gif-ები, მარტივი ანიმაციები და ა.შ
** პერიოდულად ელექტრონული პრეზენტაციების და ბროშურების აწყობა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** კომპიუტერული პროგრამების: Adobe Photoshop და Adobe Illustrator მაღალ დონეზე ცოდნა, ასევე სასურველია Adobe InDesign, CorelDraw და სხვა პროგრამების ცოდნა.

თუ დაგაინტერესათ ჩვენმა ვაკანსიამ, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: info@panoramagroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. ამასთანავე რეზიუმესთან ერთად გთხოვთ გაგვიზიაროთ თქვენი პორტფოლიო (ლინკის სახით).
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე