|
დასახელება:
ედვერთაიზერი
|
| მომწოდებელი:
პანორამა ჯგუფი
|
|
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
|
სამშენებლო-დეველოპერული კომპანია "პანორამა ჯგუფი" უკვე 10 წელია წარმატებით ფუნქციონირებს თბილისსა და ქუთაისში. კომპანიის პორტფელი აერთიანებს არქიტექტურულად და ხარისხობრივად გამორჩეულ ათეულობით პროექტს.
"პანორამა ჯგუფში" ვეძებთ გუნდის ახალ წევრს ედვერთაიზერის (დისტანციური) პოზიციაზე.
ჩვენ გთავაზობთ:
** ზრდის და განვითარების დიდ შესაძლებლობას
** საინტერესო სამუშაო გარემოს
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს და კონკურენტულ ანაზღაურებას
სამუშაო ადგილი: დისტანციური
სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი 10:00 - 18:00
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** სარეკლამო სტრატეგიის შედგენა და სამიზნე აუდიტორიის განსაზღვრა
** ციფრული რეკლამის კამპანიების სრული ციკლის მართვა, დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია Google Ads, Meta Ads და სხვა მსხვილ პლატფორმებზე;
** კამპანიების ბიუჯეტის მართვა, ეფექტიანობის ანალიზი და შედეგების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ნაბიჯების დაგეგმვა
** Conversion Tracking-სა და Pixel/Tag ინსტრუმენტების დაყენება და მონიტორინგი;
** კონკურენტების ციფრული აქტივობების კვლევა, რეკომენდაციების მომზადება;
** გაშვებული სარეკლამო კამპანიების მონიტორინგი და შემდგომი რეპორტინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება მარკეტინგის, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** Google Ads და Meta Ads პლატფორმებზე მუშაობის გამოცდილება;
თუ დაგაინტერესათ ჩვენმა ვაკანსიამ, გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტაზე: info@panoramagroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
|
|
|
|