|
დასახელება:
ტენდერი - POSM შესყიდვა - ტექსტილი
|
| მომწოდებელი:
ლომისი - ლუდსახარში ნატახტარი
|
|
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
|
თანდართული ფაილი:
682847_lomisi_tender_5847941.zip
|
"ს.ს. ლომისი/ლუდსახარში ნატახტარი" აცხადებს ტენდერს:
** ნომრით #- EF-GE/816
** დანიშნულება: POSM შესყიდვა - ტექსტილი
თანდართულ ფაილებში შეგიძლიათ იხილოთ:
** ტენდერის სააპლიკაციო ფორმა შესასყიდი საქონლის აღწერილობით და რაოდენობით;
** ნიმუშები.
დაინტერესებულმა პირებმა ქვემოთ მითითებულ ელ ფოსტაზე უნდა წარადგინონ:
** შევსებული და ხელმოწერილი ტენდერის სააპლიკაციო ფორმა;
** ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.
ტენდერის პირობები:
** სატენდერო დოკუმენტაციაში მითითებული ნიმუშები, ფერები და ლოგოები არის პირობითი და შესაძლოა შეიცვალოს ეფეს საქართველოს ბრენდების შესაბამისად.
** მომწოდებელი არ არის ვალდებული შეთავაზება გააკეთოს სატენდერო დოკუმენტაციაში ჩამოთვლილ ყველა პოზიციაზე.
** მომწოდებელი ვალდებულია წარადგინოს ნიმუში ყველა შემოთავაზებულ პოზიციაზე.
** ნიმუშის მოწოდება უნდა მოხდეს შემსყიდველის მოთხოვნიდან არაუმეტეს 7 კალენდარული დღის განმავლობაში, შემსყიდველის მიერ მითითებულ მისამართზე: სოფელი ნატახტარი, ლუდსახარში ნატახტარი 10:00 დან 18:00 მდე.
** სატენდერო დოკუმენტაციაში მოცემული ტექნიკური მახასიათებლები არის ძირითადი, თუმცა გათვალისწინებული იქნება მომწოდებლის იდეები და შეთავაზებები.
** ნიმუშის ვიზუალის შეთანხმება მოხდება მხარეებს შორის ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, სადაც გათვალისწინებული იქნება მომწოდებლის იდეები და შეთავაზებები.
** შემსყიდველი გადაწყვეტილებას იღებს ფასის და ნიმუშის გათვალისწინებით.
** სატენდერო წინადადებაში ფასი გამოსახული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული და შესყიდვის ობიექტის მიწოდებასთან დაკავშირებული ყველა ხარჯისა და გადასახადის გათვალისწინებით.
** აღნიშნული ნივთების შეკვეთა განხორციელდება წლის განმავლობაში, პერიოდულად, სხვადასხვა რაოდენობით.
** მოწოდების ვადები განისაზღვრება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, შეკვეთის შესაბამისად. თუმცა აღნიშნული ვადები უნდა იყოს გონივრული.
** გამარჯვებული მომწოდებელი ვალდებულია შეინარჩუნოს ტენდერში შემოთავაზებული ფასები წლის განმავლობაში.
** გამარჯვებულ მომწოდებელთან გაფორმდება ხელშეკრულება, სატენდერო პირობების შესაბამისად.
** სატენდერო წინადადება წარმოდგენილი უნდა იყოს ლარში და ანგარიშსწორების ვალუტას ასევე წარმოადგენს ლარი.
** ანგარიშსწორება განხორციელდება ფაქტობრივად მიღებული საქონლის მიღებიდან 60 კალენდარული დღის ვადაში.
მცხეთის რაიონი სოფ. ნატახტარი. "ლუდსახარში ნატახტარი"
შემოთავაზების მიღება იწყება 18.11.2025 - 09:00.
შემოთავაზების მიღება მთავრდება 30.11. 2025 - 18:00.
შემოთავაზების სტატუსის შესახებ შეტყობინება გამოიგზავნება სააპლიკაციო ფორმაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე.
ტენდერის საკითხებთან დაკავშირებით, გთხოვთ წერილობით მიმართოთ:
სალომე ძმანაშვილი
ელ. ფოსტა: salome.dzmanashvili@ge.anadoluefes.com tenders@ge.anadoluefes.com
შესყიდვების დეპარტამენტი
ს.ს ლომისი, ლუდსახარში ნატახტარი
|
|
|
|