|
დასახელება:
სხვადასხვა
|
| მომწოდებელი:
ბიოქიმფარმი
|
|
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
|
"ბიოქიმფარმი" ქართული ბიოფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ფაგის ტექნოლოგიაზე დაყრდნობით ქმნის (R&D) და აწარმოებს ანტიბიოტიკების ბუნებრივ და ინოვაციურ ალტერნატიულ საშუალებებს. კომპანია დაფუძნებულია ბაქტერიოფაგის ინსტიტუტის საწარმოო ბაზაზე და ფლობს 80 წლის განმავლობაში დაგროვილ გამოცდილებას ფაგის პრეპარატების წარმოებისა და კვლევის მიმართულებით. საქართველოსთან ერთად, ბიოქიმფარმის მიერ წარმოებული პროდუქცია რეგისტრირებულია და მათი ექსპორტი ხორციელდება რეგიონულ და საერთაშორისო ბაზრებზე.
კომპანიაზე დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: http://www.biochimpharm.ge ან ფეისბუქ გვერდზე: https://www.facebook.com/biochimpharm
კომპანია "ბიოქიმფარმი" აცხადებს კონკურსს ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტისა და წარმოების დოკუმენტაციის სპეციალისტის პოზიციებზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, ლევან გოთუას N8
სამუშაო განაკვეთი: 5 სამუშაო დღე, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით
სამუშაო საათები: 09:00-18:00
ანაზღაურება: ფიქსირებული
რას გთავაზობთ ჩვენ:
** ჯანმრთელობის დაზღვევის დაფინანსებას;
** კონკურენტუნარიან ანაზღაურებას;
** ჯანსაღ სამუშაო გარემოსა და პროფესიული ზრდის შესაძლებლობას.
1) ხარისხის უზრუნველყოფის სპეციალისტი
პასუხისმგებლობები:
** EU GMP-ისა და კომპანიის დოკუმენტაციის მართვის სისტემის პრინციპებისა და მოთხოვნების შესაბამისად, შიდა დოკუმენტების მართვა და ჩანაწერების/მონაცემების კონტროლი;
** პერსონალის უზრუნველყოფა აქტუალური დოკუმენტაციით;
** პროდუქტის სერიის დოსიეს მომზადება, კომპლექტურობის შემოწმება და შენახვა-დაარქივება;
** კომპანიაში ცვლილებების კონტროლის, შეუსაბამობების/გადახრების, მაკორექტირებელი და პრევენციული მოქმედებების პროცედურების მართვა და დოკუმენტირება;
** მომხმარებლისგან მიღებული საჩივრების/რეკლამაციების გამოკვლევასა და შეფასებაში მონაწილეობის მიღება და დოკუმენტირება;
** შიდა და გარე აუდიტების პროცესის განხორციელებასა და დოკუმენტირებაზე კონტროლის განხორციელება;
** აუტსორსინგული/კონტრაქტით განსაზღვრული აქტივობების, მომხმარებლებლებისა და მომწოდებლების კვალიფიკაცია-მონიტორინგის პროცესების მართვაში მონაწილეობა და დოკუმენტირების უზრუნველყოფა;
** პროდუქტის ხარისხის მიმოხილვის ანგარიშების მომზადება;
** ხარისხის შეხვედრების ორგანიზება და დოკუმენტირება;
** ხარისხის რისკების მართვის პროცესში მონაწილეობა; ხარისხის რისკების მართვასთან დაკავშირებული დოკუმენტების კონტროლის განხორციელება.
კვალიფიკაცია:
** მაგისტრის აკადემიური ხარისხი ფარმაციაში, ქიმიაში, სამედიცინო ბიოლოგიასა ან/და სხვა სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერების დარგებში;
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel, Power Point, Outlook) ცოდნა;
** ხარისხის მართვის სისტემების შესახებ საბაზისო ცოდნა (EU GMP, ISO 9001, ISO/IEC 17025, WHO GMP);
** ხარისხის უზრუნველყოფის/კონტროლის მიმართულებით მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
2) წარმოების დოკუმენტაციის სპეციალისტი
ფუნქცია-მოვალეობები:
** დოკუმენტაციის (სტანდარტული ოპერაციული პროცედურები, ფორმები, ოქმები, სამუშაო ინსტრუქციები, წარმოების ინსტრუქციები, შეფუთვის ინსტრუქციები) შემუშავებაში მონაწილეობის მიღება;
** საწარმოო განყოფილების დოკუმენტაციის აღრიცხვა და აქტუალობაზე პერიოდული შემოწმება;
** საწარმოო განყოფილების ფორმების, ოქმების აღრიცხვა და ნომრის მინიჭება;
** საწარმოო განყოფილების შევსებული ფორმების, ოქმების მონიტორინგი;
** საწარმოო განყოფილების შევსებული დოკუმენტების მიღება და შესაბამის ბაინდერებში განაწილება;
** სამუშაოს ნათლად და ზუსტად დოკუმენტირება შესაბამისი სტანდარტული ოპერაციული პროცედურების, ხარისხის მართვის სისტემის და მარეგულირებელი მოთხოვნების შესაბამისად;
** ლაბორატორიული ჩანაწერების, მათ შორის დასუფთავების და აღჭურვილობის ჟურნალების შენახვა;
** საწარმოო ტექნოლოგიურ პროცესების ვალიდაციის დოკუმენტაციის მომზადებაში მონაწილეობის მიღება;
** კომპანიის დასაარქივებელი დოკუმენტაციის აღრიცხვა და განთავსება დოკუმენტაციის არქივში; დაარქივებული დოკუმენტაციის მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნა:
** უმაღლესი განათლება;
** დოკუმენტაციის მართვის შესაბამისი კვალიფიკაცია;
** სასურველია მსგავს სამუშაოზე მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა;
** სასურველია ხარისხის მართვის სისტემების შესახებ საბაზისო ცოდნა;
** Microsoft Office პროგრამების ცოდნა.
პიროვნული თვისებები:
** კარგი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** მოტივაცია და გადაწყვეტილებების იდენტიფიცირების უნარი;
** დამოუკიდებლად და გუნდური მუშაობის უნარი;
** დოკუმენტების შედგენის უნარი;
** კრიტიკული აზროვნების უნარი
დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელმისამართზე hr@geophage.ge და გთხოვთ ელექტრონული ფოსტის საგანში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.
* თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავალდებულო მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუმცა დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|