|
დასახელება:
უძრავი ქონების ბროკერი
|
| მომწოდებელი:
HR Center
|
|
გამოქვეყნდა: 18 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 18 დეკემბერი
|
უძრავი ქონების ბროკერული კომპანია აცხადებს ვაკანსიას უძრავი ქონების ბროკერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მეორადი ბაზრის ქონებების მოძიება
** დეველოპერებთან მოლაპარაკებების წარმოება
** შეძენილი ქონებების მარკეტინგისა და რეკლამირების მენეჯმენტი
** კლიენტების მოზიდვა
** არსებული კლიენტების მოთხოვნების შესაბამისად ქონებების მოძიება
** პოტენციური კლიენტებისთვის ტურის ორგანიზება და თანხლება
** შესყიდვისა და გაყიდვის პროცესის ოპერაციული მართვა (იუსტიციის სახლი, ნოტარიუსი, ბანკი)
აუცილებელი მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საქართველოში მოქმედ უძრავი ქონების ბროკერულ კომპანიაში
** ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ცოდნა
** დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
** ადგილობრივი კანონებისა და რეგულაციების ცოდნა უძრავი ქონების სფეროში
** შესანიშნავი კომუნიკაციის უნარები
** პრობლემების გადაჭრისა და კონფლიქტების მართვის უნარი
** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი
სასურველი უნარები და თვისებები:
** განვითარებასა და წინსვლაზე ორიენტირებულობა.
** მულტი-თასქინგი
** დროის და პრიორიტეტების მენეჯმენტი
** გადაწყვეტილების მიღების უნარი
სამუშაო პირობები & ძირითადი ბენეფიტები:
** სამუშაოს ტიპი - ჰიბრიდული
** ანაზღაურება: ფიქსირებული 700-1000 USD (ნეტო) + შესრულებაზე დაფუძნებული ბონუსები (კანდიდატის კვალიფიკაციის მიხედვით)
** გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-17:00
** სასიამოვნო სამუშაო გარემო
** საერთაშორისო კომპანიაში გრძელვადიანი თანამშრომლობის პერსპექტივა
** დინამიკური საქმიანობა
თქვენი კანდიდატურის შესაბამისობის შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე მეილზე: vacancies@hrcenter.ge და "subject"-ში კი აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - უძრავი ქონების ბროკერი.
თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე შესაძლოა შეიცავდეს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის, შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის, არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
|
|
|
|