Робота для біженців з України
გაყიდვების სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების სპეციალისტი
მომწოდებელი: კრისტალო365
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / ბოლო ვადა: 17 დეკემბერი
"Crystalo365" საქმიანობს ქართულ ბაზარზე და არის კომპანია რომელიც უზრუნველყოფს საოჯახო და საოფისე გარემოში სუფთა, გაფილტრული სასმელი წყლის უწყვეტად მიწოდებას UF ტექნოლოგიაზე დაფუძნებული დისპენსერებით.

ჩვენი მიზანია კლიენტებისთვის კომფორტული, უსაფრთხო და გამარტივებული წყლის მოხმარების კულტურის შექმნა.

ვეძებთ გაყიდვების სპეციალისტს, ვინც აქტიურია და შედეგებზე ორიენტირებული.

ჩვენ გთავაზობთ:

** დინამიურ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობას (კვირაში მხოლოდ 1 დღე ოფისში)
** მაღალი ბონუს სისტემა ფიქსირებული+ბონუსი (საერთო ანაზღაურება ხელზე ასაღები 3, 200-4, 100₾+)

ძირითადი მოვალეობები:

** Crystalo365-ის პროდუქტების გაყიდვა (საოჯახო/საოფისე/კომერციული)
** B2C და B2B კლიენტებთან კომუნიკაცია (DM, Messenger, WhatsApp, ზარები)
** კომპანიის პროდუქციის პრეზენტაცია და შეთავაზებების მომზადება
** CRM-ში მონაცემების მართვა და მონტაჟების კოორდინაცია
** პოტენციური კლიენტების ბაზების მოძიება და გაფართოება
** კვირის და თვის რეპორტების წარდგენა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გაყიდვებში გამოცდილება მინიმუმ 3 წელი
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
** CRM-სა და Google Sheets-თან მუშაობის საბაზისო ცოდნა

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: info@crystalo365.ge. სათაურში მიუთითეთ: "Sales Specialist - Crystalo365".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე