|
დასახელება:
ბიზნესის სკოლის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ალტე უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 17 დეკემბერი
|
"ალტე უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ბიზნესის სკოლის მენეჯერის პოზიციაზე.
ძირითადი ფუნქციები/პასუხისმგებლობები:
** სტუდენტებთან და აკადემიურ/მოწვეულ პერსონალთან კომუნიკაცია, ინფორმაციის მიწოდება, კონსულტაცია და მხარდაჭერა სასწავლო პროცესთან დაკავშირებულ ნებისმიერ საკითხზე;
** სტუდენტთა მონაცემთა ბაზის და პირადი საქმეების წარმოება/განახლება;
** სტუდენტთა მხარდაჭერა/კომუნიკაცია ადაპტაციასა და საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ჩართვის მიზნით;
** სტუდენტთა ადმინისტრაციულ და აკადემიურ რეგისტრაციაში ჩართულობა;
** სასწავლო პროცესის განხორციელების ორგანიზაციული უზრუნველყოფა;
** სასწავლო პროცესის მიმდინარეობის მონიტორინგი;
** სტუდენტების აკადემიური მდგომარეობის შესწავლა და ანალიზი.
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სასურველია ადმინისტრაციული მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება. მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე;
** საოფისე პროგრამების: Word, Excel, Power Point-ის კარგი ცოდნა;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაციის უნარი;
** დროის მართვის კარგი უნარი;
** ორგანიზებულობა;
** პასუხისმგებლობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
სამუშაო ადგილი: თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N10, ალტე უნივერსიტეტის კამპუსი
სამუშაო განაკვეთი: 10:00-18:00
დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: vacancy@alte.edu.ge და სათაურში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 17 დეკემბერი.
გაცნობებთ, რომ "ალტე უნივერსიტეტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ გსურთ "ალტე უნივერსიტეტის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ შესაბამისი შინაარსის განცხადებით მიმართოთ "ალტე უნივერსიტეტს".
"ალტე უნივერსიტეტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის და "საქართველოს შრომის კოდექსის" მოთხოვნათა გათვალისწინებით, დისკრიმინაციის აკრძალვისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
|
|
|
|