|
დასახელება:
მენეჯერის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
Ilaria
|
|
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 17 დეკემბერი
|
"ILARIA" არის საკონსულტაციო კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს HR გადაწყვეტილებების სრულ სპექტრს და პროცესების გაციფრულებას ჩვენ მიერ შექმნილი სისტემით. ILARIA-ში HR ექსპერტების გუნდი გთავაზობთ სერვისებს, რომლებიც აუცილებელია თქვენი ორგანიზაციის წარმატებისთვის: HR აუთსორსინგი და რეკრუტინგი, პროგრამული უზრუნველყოფა, ბაზრის კვლევა.
კომპანია "ILARIA" ეძებს მაღაზიის მენეჯერის ასისტენტს პარტნიორი კომპანიისთვის, რომელიც წარმოადგენს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის წამყვან, პრემიუმ ბრენდების ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: სრული
ანაზღაურება: 1500 + ბონუსი
ვაკანტური პოზიციების რაოდენობა: 2
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მაღაზიის ყოველდღიურ ოპერაციულ საქმიანობაში მენეჯერისა და გუნდის მხარდაჭერა;
** გაყიდვების პროცესის მონიტორინგში, ორგანიზებასა და ადმინისტრაციულ საქმეებში აქტიური ჩართულობა;
** პროდუქციის მიღება, განთავსება და მარაგების აღრიცხვაში დახმარება;
** სალარო ოპერაციებში, გაყიდვების ანგარიშების მომზადებასა და სისტემაში მონაცემების სწორად დაფიქსირებაში მხარდაჭერა;
** მომხმარებლის მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა ბრენდის სტანდარტების შესაბამისად;
** მაღაზიაში ვიზუალური მერჩენდაიზინგის სტანდარტების შენარჩუნებაში ჩართულობა;
** საოფისე და საორგანიზაციო დოკუმენტაციის წარმოება, შიდა კომუნიკაციაში მონაწილეობის მიღება;
** ახალი თანამშრომლების ადაპტაციის პროცესში დახმარება და გუნდის ერთიანი სამუშაო გარემოს შენარჩუნება;
** უშუალო ხელმძღვანელის მითითებების შესრულება და სხვადასხვა მიმდინარე პროექტებში აქტიური მონაწილეობა.
გამოცდილება, განათლება და უნარები:
** უმაღლესი განათლება ან ბაკალავრიატის სტუდენტი (სასურველია ბიზნესის, მენეჯმენტის, მარკეტინგის ან კომუნიკაციების მიმართულებით);
** მოდის, საცალო გაყიდვების ან მომსახურების სფეროში სამუშაო გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საოფისე პროგრამების (MS Office) და POS სისტემების საბაზისო ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა (საკომუნიკაციო დონე);
** გამართული კომუნიკაციის უნარი და კლიენტზე ორიენტირებული მიდგომა;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
სასურველი უნარები და თვისებები:
** გუნდური მუშაობის უნარი და კოლეგიალობა;
** ინიციატივისა და პრობლემების გადაჭრის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი სამუშაო სტანდარტების დაცვა;
** დაინტერესება მოდის ინდუსტრიისა და ბრენდების მიმართ;
** პოზიტიური და პროფესიული დამოკიდებულება სამუშაო გარემოს მიმართ.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, მოგვაწოდოთ რეზიუმე ელ. მისამართზე: vacancy@ilaria.ge. გთხოვთ, სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება - "მაღაზიის მენეჯერის ასისტენტი".
გისურვებთ წარმატებას!
თქვენი პერსონალური მონაცემ (ებ)ის დამუშავება განხორციელდება ავტომატური ან/და არაავტომატური გზით შპს "ილარია ქონსალთინგ"-ს (შემდგომში - კომპანია) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტების და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის მიმდინარე ან/და მომავალი ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენა. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. კომპანია თქვენს მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას დაამუშავებს იმ მოცულობით, რომელიც საჭიროა თქვენი ვაკანტურ პოზიციაზე დასაქმებისათვის.
გაცნობებთ, რომ კომპანია კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით. ჩვენ ვგმობთ და ვემიჯნებით ნებისმიერი სახის დისკრიმინაციას, როგორც წინასახელშეკრულებო, ისე შრომითი ურთიერთობის ფარგლებში.
გაცნობებთ, რომ რეზიუმეს მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გამოგზავნის გზით, ადასტურებთ და თანხმდებით წინამდებარე პირობას პერსონალურ მონაცემთა დამუშავებასთან დაკავშირებით.
თუ გსურთ მიიღოთ დამატებითი ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ან/და იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, ან/და გსურთ ინფორმაციის განახლება/განადგურება/წაშლა ან/და "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილი თქვენი სხვა უფლების რეალიზება, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: vacancy@ilaria.ge
|
|
|
|