Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: დიენთი ჯგუფი
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / ბოლო ვადა: 17 დეკემბერი
"დიენთი ჯგუფი" ეძებს გუნდის ახალ წევრს რესტორან "თაღში" მიმტანის პოზიციაზე, ჩვენ გთავაზობთ მეგობრულ და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, მიხეილ ლერმონტოვის ქუჩა #12;
სამუშაო დრო: კვირაში 5 დღე, I სმენა - 11:30-20:30, II სმენა - 14:30-23:30;
ანაზღაურება: 1100 ლარი (NET);

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ინგლისური ენის თავისუფლად ფლობა, სხვა უცხო ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** სერვისში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

ფუნქცია-მოვალეობები:

** სტუმრების მიღება, მომსახურება და გაცილება დადგენილი სტანდარტის შესაბამისად;
** მაგიდების მოწესრიგება და სერვირება სტანდარტების შესაბამისად;
** მენიუს, კერძების/სასმელების შემადგენლობის ცოდნა და სტუმრებისათვის შეთავაზება;

დაინტერესების შემთხვევაში:

გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელ. ფოსტის მისამართზე: hr@dntgroup.ge და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "მიმტანი".

მადლობას გიხდით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე