Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=682754&print=yes&view=jobs
 
კონტენტ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტ მენეჯერი
მომწოდებელი: მეტროპოლ მენეჯმენტ
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / ბოლო ვადა: 01 დეკემბერი
დეველოპერული კომპანია "მეტროპოლ მენეჯმენტი" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე.

"მეტროპოლ მენეჯმენტი" - https://metropol.ge არის სწრაფად მზარდი დეველოპერული კომპანია, რომელმაც მომხმარებლის ნდობა ბაზარზე შესვლისთანავე მოიპოვა. კომპანიის არსებობა მნიშვნელოვან ადამიანურ ფასეულობებს ემყარება, შესაბამისად, მიზნად ვისახავთ, ჩვენი შექმნილი პროექტები სრულყოფილად ერგებოდნენ მომხმარებლების ცხოვრების ყველა აუცილებელ სტანდარტს.

ჩვენ გთავაზობთ:

** კვება/ლანჩი
** ჯანმრთელობის დაზღვევის პრემიუმ პაკეტი
** მეგობრული სამუშაო გარემო - გუნდი, რომელიც ჩაიფიქრე
** კარიერული განვითარების შესაძლებლობა

სამუშაო გრაფიკი - ორშაბათი-პარასკევი 10:00-19:00 სთ.
სამუშაო ადგილი - თბილისი, ჭავჭავაძის 29.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ბრენდის ტონალობისა და საკომუნიკაციო სტილის ჩამოყალიბება ბრენდის იდეის შესაბამისად;
** კონტენტ სტრატეგიის შექმნა ყველა არხისთვის (სოციალური მედია, საიტი, პრეზენტაციები, ბეჭდური მასალები);
** კამპანიების საკომუნიკაციო კონცეფციების შექმნა და დამტკიცება;
** სლოგანების, ტექსტების, სტატიების, სარეკლამო მესიჯების მომზადება;
** ტექსტური და ვიზუალური კონტენტის იდეების გენერირება (პოსტები, ვიდეოსცენარები, ბანერები, სტორიები, ნიუსლეთერები);
** დიზაინერებთან და დიჯიტალ გუნდთან კოორდინაცია ვიზუალური და ტექსტური შინაარსის ერთიანობისთვის;
** თითოეული არხისთვის ტონის, სტილის და ვიზუალური ხაზის განსაზღვრა;
** ყველა ვიზუალური მასალის (პოსტები, ბანერები, კამპანიის კოლატერალები, პრეზენტაციები, outdoor მასალა და სხვ.) ხარისხის კონტროლი;
** ახალი ვიზუალური ფორმატებისა და კონტენტის ტიპების ინიცირება (ვიდეო ფორმატები, motion graphics, ფოტო სერიები და ა.შ.);
** დიზაინერების სამუშაო პროცესის ეფექტურობის მხარდაჭერა — პრიორიტეტების და დროის განაწილება;
** ვიზუალური ტენდენციების ანალიზი კონკურენტებსა და ბაზარზე;
** თემების პრიორიტეტიზაცია პროდუქტების, კამპანიებისა და სეზონურობის მიხედვით;.
** ცოდნა ძირითადი დიზაინ ინსტრუმენტების შესახებ (Figma, Canva, Adobe Suite, CapCut);
** ანგარიშგება მარკეტინგის გუნდის ხელმძღვანელთან

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება - ჟურნალისტი, ლიტერატორი, ფსიქოლოგი და მომიჯნავე პროფესიები. ამასთან სპეციალური ტრენინგები მონტაჟში, ვიდეოში, ქოფიში.
** სასურველია 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა;

პიროვნული თვისებები:

** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** დეტალებზე ორიენტაციისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 01 დეკემბერი.

გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: vacancy@metropol.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება "კონტენტ მენეჯერი".

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გისურვებთ წარმატებას!

შენიშვნა: პირის მიერ რეზიუმე/ავტობიოგრაფიის (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებლისთვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. რეზიუმეში მითითებული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებული/შენახული იქნება მხოლოდ ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 12 თვის ვადით, შენახვა გონივრული ვადით ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია