Робота для біженців з України
შესყიდვების სამსახურის უფროსი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შესყიდვების სამსახურის უფროსი
მომწოდებელი: ახალი ხედვა
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / ბოლო ვადა: 17 დეკემბერი
სამედიცინო კომპანია "ახალი ხედვა" არის პირველი ორთოპედიული მაღაზიების ქსელი საქართველოში, რომელიც ახორციელებს ორთოპედიული, ტრავმატოლოგიური და სამედიცინო მოვლის საგნების რეალიზაციას საქართველოს მასშტაბით. პროდუქცია იყიდება საკუთარ ორთოპედიულ მაღაზიებში, ასევე აფთიაქებსა და სამედიცინო დაწესებულებებში.

სამედიცინო ჯგუფი "ახალი ხედვა" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების სამსახურის უფროსის პოზიციაზე

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დიღმის მასივი
სამუშაო განაკვეთი: 09:00-18:00 სთ

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის შესყიდვებისა და მიწოდების სრული ციკლის ეფექტური დაგეგმვა/მართვა/კონტროლი;
** პროდუქციის შესყიდვებთან დაკავშირებული პოლიტიკის შექმნა;
** კომერციული და არაკომერციული შესყიდვების განხორციელება;
** პოტენციურ და არსებულ მომწოდებლებთან დაკავშირება და მოლაპარაკების წარმოება;
** მომწოდებელთა ბაზის შექმნა და განახლება საჭიროებისამებრ;
** მოლაპარაკების წარმოება საერთაშორისო მომწოდებლებთან პროდუქციის ფასებთან და შესყიდვის პირობებთან დაკავშირებით;
** პროდუქციის თვისობრივი მახასიათებლების ზედმიწევნით ცოდნა და ცოდნის დონის რეგულარული ამაღლება;
** ნაშთების კონტროლი, შეკვეთების ინიცირება და ანალიზი გაყიდვებისა და არსებული ნაშთიდან გამომდინარე (პროდუქციის დეფიციტისა და სიჭარბის თავიდან აცილების მიზნით);
** უცხოურ ბაზარზე ახალი პროდუქტების მუდმივი მოძიება და საჭიროების შემთხვევაში ნიმუშების გამოთხოვა;
** შესყიდვის პირობების, მოწოდების ვადებისა და გრაფიკის შეთანხმება;
** შესყიდვისთვის საჭირო მიღებული დოკუმენტაციის დეტალური ანალიზი, საბაჟოსთვის საერთაშორისო და ადგილობრივი კოდების შესაბამისობაში მოყვანა, სხვა საჭირო დოკუმენტაციის წარმოება და აღრიცხვა;
** ჩამოსატანი პროდუქციის ადგილობრივი ბაზრისთვის რეგულაციის მოძიება (ხომ არ საჭიროებს პროდუქტი ლიცენზიას, წარმოშობის სერტიფიკატს, დაბეგვრის პირობებს);
** საჭიროების შემთხვევაში ჩამოსული პროდუქციის ექსპერტიზის უზრუნველყოფა;
** ფინანსური ანგარიშსწორების შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება და გადარიცხვების კონტროლი;
** იურიდიულ სამსახურთან ერთად რელევანტური ხელშეკრულებების მომზადება, კომერციული პირობების დეტალური აღწერა;
** სატრანსპორტო კომპანიებთან ურთიერთობა, თითოეული შეკვეთისას ფასთა მოკვლევა;
** ტვირთის ტრანსპორტირებასთან (პროდუქციის განბაჟება, ჩამოცლა/დატვირთვა, საწყობში მიტანის კონტროლი) დაკავშირებული პროცესის სრული მონიტორინგის უზრუნველყოფა;
** საბაჟო სამსახურისათვის საჭირო დოკუმენტაციის მომზადება და პროცედურების კონტროლო;
** საბაჟო დოკუმენტაციის გადამოწმება და ბუღალტერიისთვის დროული მიწოდება;
** საჭიროების შემთხვევაში პროდუქციის ექსპორტის განხორციელება;
** ტენდერის პირობებით გათვალისწინებული ტექნიკური დავალების მიხედვით სატენდერო დოკუმენტაციის დამუშავება, თარგმნა და შესაბამისი საქონლის მოძიება;
** დაქვემდებარებული თანამშრომლ (ებ)ის მართვა, კონტროლი, მოტივაცია, განვითარებაზე ზრუნვა;
** შესრულებული, დაგეგმილი სამუშაოების შესახებ ანგარიშების, პერიოდული რეპორტინგის მომზადება/წარდგენა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** საერთაშორისო შესყიდვების სფეროში მინ. 2 წლიანი გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება სამედიცინო სფეროში გამოცდილებას);
** აუცილებელია საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია უცხო ენის მაღალ დონეზე ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** გამართული კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კრიტიკული აზროვნების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პრობლემების ანალიზის, სწრაფი რეაგირებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი;
** სტრატეგიული ხედვის, დაგეგმვის და გაყიდვების ანალიზის უნარი.

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@akhalikhedva.ge და სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება (შესყიდვების სამსახურის უფროსი).

გაცნობებთ, რომ კონკურსის ფარგლებში თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები, კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მათ შორის კონკურსის შედეგებთან დაკავშირებით სამართლებრივი დავის პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, დამუშავდება კონკურსის დასრულებიდან 3 წლის ვადით.

ამასთან, თუ გსურთ თქვენი განაცხადი (CV) და მასში მოცემული პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შემდგომში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, გთხოვთ, აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი თანხმობის შესახებ მოგვწერეთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@akhalikhedva.ge აღნიშნული თანხმობის გამოხმობა შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ამავე ელექტრონული ფოსტის საშუალებით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მე-3 თავით მინიჭებული უფლების ფარგლებში.

თანხმობის შემთხვევაში, სხვა ვაკანტურ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განხილვის მიზნით, განაცხადის (CV) შენახვა მოხდება კონკურსის დასრულებიდან/შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე