Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=682718&print=yes&view=jobs
 
სელერთან ურთიერთობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სელერთან ურთიერთობის მენეჯერი
მომწოდებელი: Extra.ge
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / ბოლო ვადა: 17 დეკემბერი
კომპანია "EXTRA.GE" აცხადებს ვაკანსიას Seller Relationship Manager-ის პოზიციაზე.

"Extra" ყველაზე დიდი ელექტრონული კომერციის ქართული პლატფორმაა, რომელიც 2020 წლიდან ოპერირებს ბაზარზე.ის მომხმარებელს სთავაზობს ყველაზე დიდ არჩევანს - 150 000 ნივთს, რომელიც განაწილებულია 30-მდე სხვადასხვა კატეგორიაში.

ძირითადი ფუნქციები:

** ვენდორ პორტფოლიოს შექმნა;
* საბაზრო ტენდენციების ანალიზი და შესაბამისი დასკვნების საფუძველზე მოქმედება;
** ბრენდებთან/მომწოდებლებთან ყოველდღიური კომუნიკაცია და მყარი თანამშრომლური ურთიერთობის ჩამოყალიბება;
** გაყიდვებისთვის კომერციული შეთავაზებების აწყობა; მათი ეფექტურობის მონიტორინგი და კომპანიის სარგებელზე ორიენტირებული ქმედებების განხორციელება;
** ასორტიმენტის ზრდასა და გამრავალფეროვნებაზე მუდმივი ზრუნვა;
** კონტენტის უპირატესობების განსაზღვრა და ციფრული მერჩენდაიზინგის მონიტორინგი;
** კომპანიაში დაწესებული ძირითადი ინდიკატორების მიხედვით გეგმების განსაზღვრა და რეპორტინგი;
** პორტფელში შემავალი გამყიდველი მაღაზიების ყველა საჭიროების ცოდნა. მაღაზიებისთვის სწორი და დროული პრობლემის გადაწყვეტის მიწოდება. პროაქტიული ურთიერთობა;
** დაკავშირებულ რგოლებთან კომუნიკაცია;

ძირითადი ცოდნა და უნარები:

** აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება
** ექსელის გამართული ცოდნა;
** სასურველია ელექტრონული გაყიდვების სპეციფიკების ცოდნა.
** ანალიტიკური აზროვნება;
** მოლაპარაკების, დარწმუნების და ხანგრძლივი თანამშრომლობის ჩამოყალიბების უნარები;

ჩვენ გთავაზობთ:

** თანამედროვე, კომფორტულ სამუშაო სივრცეს;
** ზრდასა და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
** ახალგაზრდა და ამბიციურ გუნდში მუშაობის შესაძლებლობას;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, შეავსოთ ინფორმაცია და გამოგვიგზავნოთ CV ბმულზე: https://bit.ly/3xcyuTY

თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნის ან წინამდებარე განცხადებაზე სხვა ფორმით გამოხმაურების შემთხვევაში თქვენ წინასწარ აცხადებთ თანხმობას, რომ კომპანია უფლებამოსილია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები. თქვენი მონაცემები კომპანიის მონაცემთა ბაზაში შენახული იქნება ერთი წლის განმავლობაში, იმ მიზნით რომ კომპანიაში იგივე ან მსგავსი პოზიციაზე ვაკანსიის შემთხვევაში იგი განხილული იქნეს კომპანიის მიერ. თქვენ ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტის მოთხოვნით და ჩვენ დაუყოვნებლივ წავშლით მას ჩვენი მონაცემთა ბაზიდან.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია