|
დასახელება:
დალაგება-დასუფთავების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ibis budget Tbilisi Center
|
|
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 17 დეკემბერი
|
"ibis budget Tbilisi Center" აცხადებს ვაკანსიას დალაგება-დასუფთავების მენეჯერის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ibis budget Tbilisi Center
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
კომპანიის შესახებ:
ჩვენი სასტუმრო არის ACCOR-ის - მსოფლიოში წამყვანი სტუმარმასპინძლობის ჯგუფის - ოჯახის წევრი. ჩვენ ვოპერირებთ საერთაშორისო სტანდარტებით, ვქმნით მყუდრო და კომფორტულ გარემოს და ვამაყობთ თბილი და პოზიტიური გუნდით. აქ თითოეულ თანამშრომელს აქვს პერსონალური და პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, რაც გვაძლევს საშუალებას ერთად შევქმნათ საუკეთესო სტუმარმასპინძლობის გამოცდილება.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ibis budget Tbilisi Center
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
ძირითადი მოვალეობები:
** დალაგება-დასუფთავების დეპარტამენტის ყოველდღიური ოპერაციების ორგანიზება და მართვა
** გუნდის მართვა, დატრენინგება და სამუშაო გრაფიკების დაგეგმვა
** ოთახებისა და საერთო სივრცეების შემოწმება ხარისხის სტანდარტების შესაბამისად
** ჰიგიენისა და უსაფრთხოების ნორმების კონტროლი
** ინვენტარისა და ლინენის მართვა, მოთხოვნების გადაგზავნა
** PMS სისტემაში მონაცემების სწორად ასახვა
** სხვა დეპარტამენტებთან ეფექტური კომუნიკაცია (Reception, Maintenance, FB)
** სტუმრების უკმაყოფილების სწრაფი და ეფექტური მოგვარება
მოთხოვნები:
** გამოცდილება ჰორეკა სექტორში დალაგება-დასუფთავების დეპარტამენტში ხელმძღვანელ პოზიციაზე;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდის მართვის გამოცდილება;
** კომუნიკაციის მაღალი უნარი;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა, PMS სისტემის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** უფასო კვება
** 30%-მდე ბონუსი
** ACCOR-ის ფასდაკლების ბარათი
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელ.მისამართზე: Ana.GULUA@accor.com და გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|