|
დასახელება:
მოლარე-ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე
|
|
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 17 დეკემბერი
|
შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე", ქართული ხორცპროდუქტების კომპანია 1961 წელს დაარსდა, რომელიც დღემდე უზრუნველყოფს ხარისხის ტრადიციას ბაზარზე და ფლობს 150-მდე დასახელების უგემრიელეს ხორცპროდუქტს.
კომპანია ზრუნავს პროდუქციის ხარისხზე, მუდმივად ნერგავს სიახლეებს და ახალ ტექნოლოგიებს, რამაც უზრუნველყო ნახევარსაუკუნოვანი წარმოების უწყვეტი პროცესი.
ქართული ხორცპროდუქტების კომპანიის მთავარი მიზანია - განვითარება, ხარისხის კონტროლი, სიახლეების ათვისება. კომპანიის უმთავრესი ღირებულებაა იყოს მომხმარებელზე მორგებული - მუდმივად შესთავაზოს სიახლე, მაღალი ხარისხის პროდუქცია და გამორჩეული მომსახურება.
მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ჩვენს გვერდს მისამართზე: http://www.vake.ge/, https://www.facebook.com/vakeproducts/
შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა - ვაკე" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ადმინისტრატორის პოზიციაზე ქ. თბილისში და ბათუმში;
სამუშაო ადგილი: თბილისი, ბათუმი;
სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 სამუშაო საათი
ანაზღაურება: 900 ლარი + ბონუსი (200-500 ლარი)
ჩვენ გთავაზობთ:
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას
** მოქნილ სამუშაო გრაფიკს
** ანაზღაურებად სტაჟირებას
** ფასდაკლების ბარათს
** Fitpass-ის და ჯანმრთელობის დაზღვევის შეთავაზებას
ფუნქცია-მოვალეობები:
** სალაროსთან დაკავშირებული ყველა საქმიანობის წარმოება
** სალაროში არსებული ნაღდი ფულის კონტროლი
** მომხმარებლისთვის კვალიფიციური მომსახურების გაწევა
** სისუფთავისა და წესრიგის უზრუნველყოფა
** პროდუქციის მარკირება, დალაგება და ვადების შემოწმება
დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერე პირად შეტყობინებაში, დაგვიკავშირდი ნომერზე: + 995 577 330 006 ან შეავსეთ სააპლოკაციო ფორმა https://shorturl.at/40XXo
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს!
თქვენს მიერ გამოგზავნილი ინფორმაცია შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, რომელიც დამუშავდება შპს "ხორცპროდუქტების ქარხანა-ვაკე" (ს/კ 205264284) მიერ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, დასაქმების მსურველი პირის არსებულ ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენის, დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვისა და შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა დარეზერვებული იქნას სხვა ალტერნატიულ ვაკანსიაზე. თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მიერ შეინახება, არაუმეტეს 6 (ექვსი) თვის ვადით. გაცნობებთ, რომ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მიერ დამუშავებული თქვენი პერსონალური მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მათი გასწორება, დამატება, განახლება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება შემდეგ ელ. ფოსტაზე info@vake.ge შეტყობინების გაგზავნის გზით ან/და განცხადების გამოგზავნით მისამართზე: ქ. თბილისი, გლდანის რაიონი, გმირი კურსანტების ქუჩის II შეს. N7.
კომპანია ემიჯნება დისკრიმინაციას და კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით."
|
|
|
|