Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=682648&print=yes&view=jobs
 
დამკაბადონებელი-დიზაინერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დამკაბადონებელი-დიზაინერი
მომწოდებელი: English Book Education
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / ბოლო ვადა: 17 დეკემბერი
English Book Education 2007 წელს დაარსდა და ერთ სივრცეში აერთიანებს გამომცელობას, წიგნების დისტრიბუციას, განათლების მენეჯმენტს, საერთაშორისო გამოცდებს (Pearson and TOEFL), ინგლისური ენის სწავლებას, უმაღლეს განათლებას, სასკოლო განათლებასა და მასწავლებლების პროფესიული განვითარების ცენტრს. ჩვენ ვთანამშრომლობთ ისეთ საერთაშორისო გამომცემლობებთან, როგორიცაა Macmillan Education, Pearson Education, National Geographic Learning, Oxford University Press და Cambridge University Press.
ჩვენი მიზანია სრულად მხარი დავუჭიროთ, სასწავლო დაწესებულებებს, მასწავლებლებსა და მოსწავლეებს, მივეხმაროთ მიმდინარე და სამომავლო გამოწვევების დაძლევაში.

"English Book Education" აცხადებს ვაკანსიას დიზაინერ-დამკაბადონებლის პოზიციაზე.

სამუშაო განაკვეთი: სრული - ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, დიდი დიღომი, ვეფხისტყაოსნის ქ.92

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** სახელმძღვანელოებისთვის ვიზუალური მასალის/რესურსის მომზადება;
** მიღებული სამუშაო მასალის განთავსება დოკუმენტის მაკეტში;
** ტექსტის ფორმატირება;
** საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტში კორექტორის მიერ გაკეთებული შესწორებები შეტანა;
** გრაფიკული მასალის/რესურსის დამუშავება;
** მასალაში ტექნიკური ცვლილებების შეტანა/შესწორება;
** დოკუმენტის მომზადება დასაბეჭდად (Pre-Print)
** საჭიროების შემთხვევაში აღმოჩენილი ხარვეზების გასწორება (ფაილის არასტამბურად დამუშავება);
** დოკუმენტის საბეჭდი ვერსიის შექმნა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** კომპიუტერული პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა: Corel draw, Adobe (PDF, Illustrator, Photoshop, InDesign);
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** ინგლისური ენის ცოდნა;

პიროვნული თვისებები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** პრიორიტეტების განსაზღვრის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ.ფოსტაზე: hr@englishbookeducation.com და სათაურის (subject) ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "დიზაინერ-დამკაბადონებელი".

მადლობა დაინტერესებისთვის, გისურვებთ წარმატებას!

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 2 (ორი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია