Робота для біженців з України
იმპორტის შესყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იმპორტის შესყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: ბი-ემ-ესი
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / ბოლო ვადა: 17 დეკემბერი
სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას იმპორტის შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე, ქ. თბილისში.

კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.

https://www.bms.ge

სამუშაო განრიგი: ორშაბათი - პარასკევი, კვირაში 40 საათი (09:00 - 18:00 სთ)
სამუშაო ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, შარტავას ქ. N40.

ძირითადი მოთხოვნები:

** აუცილებელია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება, რითეილ სექტორში ფუდის მიმართულებით;
** აუცილებელია საერთაშორისო სავაჭრო და საბაჟო პროცედურების ცოდნა;
** ინგლისური ენის სრულფასოვანი ცოდნა (რუსული ენა ჩაითვლება უპირატესობად);
** აუცილებელია Microsoft Office-ის პროგრამების კარგად ცოდნა (განსაკუთრებით Excel-ის).

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** არსებულ საერთაშორისო მომწოდებლებთან მოლაპარაკებები;
** ახალი მომწოდებლების მოძიება საერთაშორისო ბაზარზე;
** მომწოდებლებთან პირობების შეთანხმება ფასების, მოწოდების ვადებისა და გრაფიკის შესახებ;
** მომწოდებლისგან შემოთავაზებულ პროდუქტებზე შერჩევაში მონაწილეობა;
** ფასების შედარება სხვადასხვა მომწოდებლების მიერ შემოთავაზებულ პროდუქტებზე;
** შეკვეთების ფორმირება და განთავსება;
** უცხოეთში პროდუქციის დატვირთვის დაორგანიზება როგორც მთლიანი, ასევე გრუპაჟული ტვირთების;
** იმპორტის დოკუმენტების წინასწარ მოთხოვნა და მიღება, მიღებული დოკუმენტების ბროკერთან წინასწარ გადამოწმება;
** იმპორტისა და განბაჟებისთვის ყველა საჭირო დოკუმენტაციისა, რესურსისა და პროცედურის უზრუნველყოფა და კონტროლი;
** გადაზიდვების ვადების მონიტორინგი;
** პროდუქციის ეტიკეტირების მონიტორინგი და კონტროლი;
** შემოტანილი პროდუქციის ვადების კონტროლი;
** პროდუქციის და კომპანიის შესახებ მომწოდებლისგან დეტალური ინფორმაციის გამოთხოვა;
** შესყიდვების პროცესის დაგეგმვა, ორგანიზება და კონტროლი;
** ყოველდღიური და ყოველთვიური რეპორტის გაგზავნა მენეჯმენტთან.

თუ ხართ მზად იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: hr@euro-line.ge.

გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.

გისურვებთ წარმატებებს!

"წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, შპს "ევროლაინმა" შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე