Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=682631&print=yes&view=jobs
 
ქოლცენტრის ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ქოლცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: სფეის კარგო
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / ბოლო ვადა: 17 დეკემბერი
კომპანია სფეისკარგო https://www.spacecargo.ge/Home აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორის პოზიციაზე თბილისის ფილიალში! (გლდანი, ანგია ბოჭორიშვილის 8).

სფეისკარგო გახლავთ გადამზიდი კომპანია რომელიც ახორციელებს ნებისმიერი სირთულის ტვირთების ტრანსპორტირებას (იმპორტი, ექსპორტი) სხვადასხვა ქვეყნის მიმართულებით. გვაქვს როგორც საჰაერო, ასევე სახმელეთო, საზღვაო გადაზიდვები. საცალო, მცირე და საშუალო ბიზნეს მიმართულებები.

ძირითადი მოთხოვნები:

** შემომავალ ზარებზე დროულად პასუხის გაცემა;
** საკითხების დელეგირება შესაბამის განყოფილებებთან;
** დაფიქსირებული საკითხების შესრულების კონტროლი;
** მომხმარებელთან დროული უკუკავშირის განხორციელება საჭირო საკითხებზე;
** მომხმარებელთან სწორი და ლოიალური კომუნიკაცია;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქოლ-ცენტრის ოპერატორის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სატელეფონო კომუნიკაციისას არსებული სტანდარტების დაცვა;
** საოფისე, კომპიუტერული პროგრამების საბაზისო დონეზე ფლობა;
** ინგლისური ენის ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
** ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობა

სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით 10;00- 18:30 საათამდე, შაბათი -11.00- 15:00 საათამდე.

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ მოცემულ მოთხოვნებს, გეძლევათ შესაძლებლობა, შემოუერთდეთ ჩვენს მეგობრულ გუნდს, რომელიც განვითარებაზეა ორიენტირებული!
გთხოვთ გადმოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, (CV) ელ. ფოსტაზე hr@spacecargo.ge

გთხოვთ გადმოგზავნისას მიუთითოთ სასურველი ვაკანსია (ქოლ-ცენტრის ოპერატორი).

დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან!

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია