Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=682614&print=yes&view=jobs
 
გაყიდვების გუნდის ლიდერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების გუნდის ლიდერი
მომწოდებელი: BF.Lab
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / ბოლო ვადა: 17 დეკემბერი
BF.Lab სწრაფად განვითარებადი ტელემარკეტინგული კომპანიაა, რომელიც კლიენტებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის სერვისებსა და შესანიშნავ გამოცდილებას. ვინაიდან კომპანია მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებულია, ვეძებთ მიზანდასახულ, ენერგიულ ადამიანს, რომელიც მზად არის უხელმძღვანელოს გაყიდვების გუნდს და მათთან ერთად მიაღწიოს წარმატებას.

ორგანიზაციის მისამართი: თბილისი, საქართველო

ვაკანსიის აღწერა:

ვეძებთ ენერგიულ და წარმატებაზე ორიენტირებულ გაყიდვების მენეჯერს, რომელსაც გაყიდვების ძალიან კარგი უნარი აქვს და შეძლებს გუნდთან ერთად დასახულ მიზნებს მიაღწიოს. ჩვენთვის იდეალურ კანდიდატს ევალება, კომპანიის მოქმედ ხელმძღვანელობასთან ერთად წარმატებული გაყიდვის სტრატეგიების შემუშავება, კლიენტებთან ურთიერთობების განვითარება და გუნდის ხელმძღვანელობა მაღალი შედეგების მისაღწევად.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** გაყიდვების სტრატეგიების შემუშავება და განხორციელება კომპანიის მიზნების მისაღწევად.
** ახალი ბიზნეს შესაძლებლობების იდენტიფიცირება და მყარიურთიერთობების შენარჩუნება არსებული კლიენტებთან.
** გაყიდვების გუნდის ხელმძღვანელობა და მენტორინგი.
** ბაზრის ტენდენციების ანალიზი.
** გაყიდვებისა და პროგნოზების ანგარიშების მომზადება.

მოთხოვნები:

** რუსული C1, ინგლისური - სასურველია
** გაყიდვების, კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის კარგი უნარები.
** გუნდის მოტივირებისა და ხელმძღვანელობის უნარი.
** გაყიდვების შედეგების მაჩვენებლების აღქმა (KPI-ები).
** შედეგზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გვთავაზობს:

** კონკურენტული ხელფასი, ბონუს სისტემასთან ერთად.
** პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობები.
** მეგობრული და ენერგიული გუნდი.

გამოგზავნე შენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: hr.bflab@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია