Робота для біженців з України
გაყიდვების აგენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების აგენტი
მომწოდებელი: BF.Lab
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / ბოლო ვადა: 17 დეკემბერი
BF.Lab სწრაფად განვითარებადი ტელემარკეტინგული კომპანიაა, რომელიც კლიენტებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის სერვისებსა და შესანიშნავ გამოცდილებას. ვინაიდან კომპანია მზარდი და განვითარებაზე ორიენტირებულია, ვეძებთ მიზანდასახულ, ენერგიულ ადამიანს, რომელიც მზად არის უხელმძღვანელოს გაყიდვების გუნდს და მათთან ერთად მიაღწიოს წარმატებას.

ვაკანსიის აღწერა:

ჩვენ ვეძებთ გაყიდვების მოტივირებულ აგენტებს, რომლებიც გატაცებული არიან გაყიდვების პროცესით და ილტვიან მაღალი მაჩვენებლებისკენ. თქვენი ძირითადი ფუნქცია იქნება პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია, პროდუქტის და ჩვენი კომპანიის სერვისების პრეზენტაცია და შეთანხმების მიღწევა.

მოვალეობები:

** პოტენციურ კლიენტებთან გამავალი ზარების განხორციელება.
** კომპანიის პროდუქტების და სერვისების რეკლამირება და გაყიდვა.
** კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება.
** გაყიდვების ინდივიდუალური და გუნდური გეგმის შესრულება.
** მენეჯერთან ყოველდღიური ანგარიშვალდებულება გაყიდული პროდუქტების შესახებ.

მოთხოვნები

** რუსული C1, ინგლისური - სასურველია
** კომუნიკაციისა და დარწმუნების ძალიან კარგი უნარები.
** გაყიდვებში ან ტელემარკეტინგში გამოცდილება (სასურველია)
** პოზიტიური აზროვნება, მაღალი მოტივაცია და შედეგზე ორიენტირებულობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ხელფასი: 1625 GEL (დარიცხული) + ბონუსი;
** შეუზღუდავი ბონუსი, გაყიდვების შესაბამისად;
** კარიერული ზრდისა და წინსვლის შესაძლებლობა;
** ანაზღაურებადი ტრენინგი;
** აქტიური და მეგობრული კოლექტივი.

როგორ დაგვიკავშირდე?

თუ მზად ხარ დაიწყო კარიერა გაყიდვების სფეროში და გრძნობ, რომ ეს შენი მოწოდებაა, სიხარულით მიგიღებთ ჩვენს სწრაფად მზარდ გუნდში!

გამოგზავნე შენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: hr.bflab@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე