Робота для біженців з України
იურისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: იურისტი
მომწოდებელი: მეგობრობა
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / ბოლო ვადა: 17 დეკემბერი
სამშენებლო კომპანია მეგობრობა აცხადებს ვაკანსიას იურისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, დ.გურამიშვილის გამზირის 66ა.
სამუშაოს ტიპი: სრული განაკვეთი;
ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციის შესაბამისად;

ძირითადი მოვალეობები:

** კომპანიის საქმიანობის სამართლებრივი უზრუნველყოფა;
** ხელშეკრულებებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება და/ან
ვიზირება;
** წარმომადგენლობა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, ქალაქ თბილისის
მერიასა და მის სსიპ-ებში;
** წარმომადგენლობა სასამართლოში, არბიტრაჟში ან/და კერძო აღმასრულებელთან
აღსრულების ეროვნულ ბიუროში;
** კომპანიის საქმიანობიდან გამომდინარე მენეჯმენტის მიერ მიცემული სხვა
პროფილური დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი იურიდიული განათლება;
** კარგი ვერბალური და წერითი უნარ-ჩვევები;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (აუცილებელია მინიმუმ ერთ-ერთ ენაზე გამართული საუბარი და სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება);
** აუცილებელია კანდიდატს გააჩნდეს სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ან/და სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში/შესაბამისი მერიის არქიტექტურის სამსახურში; სხვა შემთხვევაში კანდიდატის რეზიუმე არ იქნება განხილული.

პიროვნული კომპეტენციები და უნარები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** კომუნიკაბელურობა და გამართული მეტყველების უნარი;
** ინფორმაციის ეფექტურად გადმოცემის უნარი
** ორგანიზებულობა;
** კონფლიქტური სიტუაციების მართვა;

გამოსაცდელი ვადა 3 თვე.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გადახვიდეთ ლინკზე https://b24-y3fjin.bitrix24.site/crm_form_p1hnd/ და გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე