Робота для біженців з України
ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი - გარდაბანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტი
მომწოდებელი: ბავშვთა განვითარების ცენტრი
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / ბოლო ვადა: 17 დეკემბერი
ა (ა)იპ "განვითარების ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტის პოზიციაზე.

ვაკანსია განკუთვნილია მოტივირებული და პასუხისმგებლიანი პირებისთვის, რომელთაც სურთ იმუშაონ ბავშვთა განვითარებისა და განათლების სფეროში.

ძირითადი მოვალეობები:

** ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობა, შეფასება და ინდივიდუალური განვითარების გეგმის შედგენა;
** მშობლებთან და პროფესიულ გუნდთან თანამშრომლობა;
** პროფესიული ეთიკისა და პროგრამის სტანდარტების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები/ უნარ-ჩვევები:

** აუცილებელია კანდიდატს ჰქონდეს ბავშვთა ადრეული განვითარების სპეციალისტის დამადასტურებელი სერტიფიკატი, რომელიც აღიარებულია საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მიერ და გაცემულია "კოალიცია ბავშვთა ადრეული განვითარებისთვის". ან ჰქონდეს მზადყოფნა გაიაროს აღნიშნული ტრენინგი (თეორიული კურსის ხანგრძლივობა შეადგენს დაახლოებით 3 თვეს) ტრენინგისა და პრაქტიკის წარმატებით დასრულების შემთხვევაში, კანდიდატი დასაქმდება ადრეული განვითარების სპეციალისტად.
** უმაღლესი განათლება, დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დროის მენეჯმენტის უნარი.
** შრომისმოყვარეობა, დისციპლინირებულობა, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და თვითგანვითარების მოტივაცია.

პირობები და შესაძლებლობები:

** სამუშაო ადგილი: თბილისი
** მოქნილი სამუშაო გრაფიკი;
** მეგობრული და პროფესიული სამუშაო გარემო;
** ანაზღაურება განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე.

თუ თვლით, რომ თქვენი კვალიფიკაცია შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ მისამართზე: dcentergeorgia@gmail.com სათაურის ველში კი მიუთითეთ პოზიციის დასახელება.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, ა (ა)იპ "განვითარების ცენტრი"-ის მიერ დამუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს. თუ გსურთ, ორგანიზაციის მიერ თქვენიმონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ზემოთ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე