|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
GramPak Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 17 დეკემბერი
|
კომპანია "GramPak Georgia" - სამედიცინო პროდუქციის სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე:
სამუშაოს აღწერილობა:
** სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტი დადგენილი გეგმის მიხედვით;
** პოტენციურ კლიენტებთან (კლინიკების შესყიდვების სამსახურთან, ექიმებთან, ექთნებთან) შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება. კომპანიის პროდუქციის წარდგენა.
** კომპანიის პორტფოლიოში არსებული პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
** პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, შენარჩუნება და მუდმივად ახალი კლიენტების დამატება;
** სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტების და ჩატარებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება;
** კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება;
** ბაზრის კვლევა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა საშუალოდ
** საოფისე პროგრამების საბაზისო დონეზე ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანსაღ, პროფესიონალურ და განვითარებაზე ორიენტირებულ გარემოს
** შრომის ანაზღაურების კონკურენტულ პირობებს კანდიდატის ინდივიდუალური გამოცდილებიდან გამომდინარე;
თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr4grampak@yahoo.com
შერჩეულ კანდიდატებს დავუკავშირდებით პერსონალურად.
გთხოვთ, "subject"-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული რეზიუმე არ განიხილება.
"4Hospitals" გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|