|
დასახელება:
მოწვეული ლექტორი - ცირკულარული ეკონომიკა
|
| მომწოდებელი:
კავკასიის უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
"კავკასიის უნივერსიტეტის" ისტორია იწყება 1998 წლიდან, "კავკასიის ბიზნესის სკოლის" შექმნით.
CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას.
კავკასიის უნივერსიტეტი დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 70 ქვეყნის 289 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს.
CU კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში.
"კავკასიის უნივერსიტეტი" შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, არქიტექტურის და დიზაინის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინისა, ეკონომიკის, განათლების სკოლებისგან.
"კავკასიის უნივერსიტეტი", "კავკასიის ეკონომიკის სკოლა" (CSE) აცხადებს კონკურსს მოწვეული ლექტორის თანამდებობის დასაკავებლად შემდეგ მიმართულებაზე: ცირკულარული ეკონომიკა
საგანი: Lifecycle Design and Assessment (სიცოცხლისუნარიანობის ციკლის დიზაინი და ანალიზი)
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ეკონომიკის მიმართულებით;
** დისციპლინის შესაბამის სფეროში მუშაობის არანაკლებ 3-წლიანი გამოცდილება;
** სასურველია კანდიდატს ჰქონდეს პედაგოგიური მუშაობის გამოცდილება
პიროვნული თვისებები:
** პასუხისმგებლიანი;
** სამართლიანი და დისციპლინირებული;
** კომუნიკაბელური;
** კრეატიული;
** მოტივირებული;
** ცოდნის გადმოცემის და პრეზენტაციის უნარი;
** აუდიტორიასთან ურთიერთობის უნარი;
** დარწმუნების და მოსმენის უნარი;
** ინდივიდუალური მიდგომის უნარი;
** ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
** როგორც გუნდში, ისე ინდივიდუალურად მუშაობის უნარი.
დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარმოადგინონ:
** რეზიუმე ქართულ და ინგლისურ ენაზე
** პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
** განათლების დამადასტურებელი დოკუმენტაციის ასლები (დიპლომები);
** საზღვარგარეთ დაცული ხარისხის შემთხვევაში, ავთენტურობისთვის განსაზღვრული საჭირო დოკუმენტაცია;
** პროფესიული სერტიფიკატები, ჯილდოები და სხვა დოკუმენტები. (ასეთის არსებობის შემთხვევაში)
კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად:
** I ეტაპი - წარმოდგენილი დოკუმენტების გადარჩევა;
** II ეტაპი - გასაუბრება/პრეზენტაცია;
** III ეტაპი - კონკურსის შეჯამება.
საბუთების მიღება 2025 წლის 17 ნოემბრიდან - 2025 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით
კონკურსის ჩატარების ადგილი: ქალაქი თბილისი, პაატა სააკაძის #1; (რიგ შემთხვევებში, კონკურსის სპეციფიკიდან გამომდინარე, შესაძლებელია ჩატარდეს დისტანციურ რეჟიმში)
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოაგზავნოთ მითითებული დოკუმენტები, ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: hr@cu.edu.ge ან წარმოადგინოთ ბეჭდური სახით, მისამართზე: პაატა სააკაძის #1, პერსონალის მართვის დეპარტამენტში.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდით კავკასიის უნივერსიტეტის პერსონალის მართვის დეპარტამენტს ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cu.edu.ge; Tel.: 2 377777.
გთხოვთ, საგნის დასახელების ველში მიუთითოთ შესაბამისი აკადემიური თანამდებობის და მიმართულების სახელწოდება.
წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.
კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გამოცხადებულ ვაკანსიაზე თქვენი რეზიუმეს, CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კავკასიის უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის, შესაძლოა მოიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც). გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
კავკასიის უნივერსიტეტი იცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, უზრუნველყოფს დისკრიმინაციის, შევიწროებისა და ჩაგვრისაგან თავისუფალ გარემო პირობებს, იზიარებს მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის (DEI) პრინციპებს და არის ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანია.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|