|
დასახელება:
ტექნიკური ასისტენტი/მუშა
|
| მომწოდებელი:
კავკასიის უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 23 ნოემბერი
|
"კავკასიის უნივერსიტეტის" ისტორია იწყება 1998 წლიდან, "კავკასიის ბიზნესის სკოლის" შექმნით.
CU სტუდენტებს სთავაზობს მაღალი დონის განათლებას, საერთაშორისო პროგრამებს, პრაქტიკაზე ორიენტირებულ სწავლებას.
"კავკასიის უნივერსიტეტი" დაარსების დღიდან თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა უნივერსიტეტთან და ამჟამად, 70 ქვეყნის 289 პარტნიორი უნივერსიტეტი ჰყავს.
CU კამპუსი ინფრასტრუქტურითა და თანამედროვე აღჭურვილობით ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური სასწავლო დაწესებულებაა როგორც საქართველოში, ისე მთლიანად რეგიონში.
კავკასიის უნივერსიტეტი შედგება ბიზნესის, სამართლის, მედიის, ტექნოლოგიების, არქიტექტურის და დიზაინის, სახელმწიფო მართვის, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა, ტურიზმის, მედიცინის, ეკონომიკის, განათლების სკოლებისგან.
"კავკასიის უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკური ასისტენტის (მუშის) პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო განრიგი: ორშაბათიდან შაბათის ჩათვლით (შაბათი მოკლე სამუშაო დღე, აღნიშნული დღე (ები)ს საჭიროება განისაზღვრება ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით);
** კვირის დღეებში სამუშაო საათები: 09:00-დან 18:00 საათამდე და/ან 10:00-დან 19:00 საათამდე;
** გამოსაცდელი ვადა: 36 თვე (სრულად ანაზღაურებადი);
** ანაზღაურება: პირველი 3 თვე 700-800 ლარი (ხელზე ასაღები); გამოსაცდელი 3 თვის ვადის გასვლის შემდეგ 1000 ლარი;
** ვაკანტური ადგილების რაოდენობა - 2
საქმიანობის ადგილი: თბილისი, პაატა სააკაძის №1
სამუშაო მოვალეობები:
** ოთახებში, აუდიტორიებში, ლაბორატორიებსა და უნივერსიტეტის სხვა ტერიტორიაზე არსებული ტექნიკური მოწყობილობების, საკომუნიკაციო (საკაბელო, სატელეფონო, ელექტროენერგია, გათბობა/კონდიცირება/ვენტილაცია) არხების, საკეტი მოწყობილობებისა და სხვა ტექნიკური აღჭურვის სამუშაო მდგომარეობაში მოყვანა/გამართვა/შეკეთება;
** კომპეტენციის ფარგლებში სამსახურის ასისტირება მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების მოვლა/შენახვის პროცესში;
** შენობის გამართული ექსპლუატაციისთვის საჭირო გეგმიური და არაგეგმიური ღონისძიებების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება;
** სამსახურის დახმარება შენობის ნორმალური ტექნიკური ექსპლუატაციისათვის საჭირო სათანადო სარემონტო-პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარებაში;
** შენობის ექსპლუატაციის მენეჯერთან და ტექნიკურ მენეჯერთან ერთად კორპუსის ენერგომომარაგების შეწყვეტის შემთხვევაში, ლოკალურ ელექტრო მომარაგებაზე გადასვლის უზრუნველყოფა და პროცესში დახმარება;
** ინვენტარიზაციის პროცესში მონაწილეობის მიღება;
** სამსახურის ძირითადი საქმიანობის ფარგლებში სამსახურის თანამშრომელთა ასისტირება და უფროსის დავალებების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: სრული ზოგადი განათლება
დამატებითი მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** კომუნიკაბელური, ენერგიული, ორგანიზებული, პასუხისმგებლიანი;
** პრობლემების სწრაფად და საფუძვლიანად გადაჭრის უნარი;
** მოწოდებული ინფორმაციის დროულად დამუშავების და სინთეზირების უნარი.
საბუთების მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 23 ნოემბრის ჩათვლით.
დაინტერესებულმა პირები გთხოვთ დაგვიკავშირდით ნომერზე : +995 595 90 35 90 ან გადმოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cu.edu.ge
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, დაუკავშირდით "კავკასიის უნივერსიტეტის" ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტს ელექტრონულ ფოსტაზე: hr@cu.edu.ge; Tel.: 2 377777.
წაყენებული მოთხოვნებიდან გამომდინარე თქვენ მიერ მოწოდებული რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.
კავკასიის უნივერსიტეტი იტოვებს უფლებას გადაამოწმოს თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია და დაკავშირება მოხდება მხოლოდ II ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან.
გამოცხადებულ ვაკანსიაზე გამოხმაურებით თქვენ ეთანხმებით, რომ კავკასიის უნივერსიტეტი უფლებამოსილია კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია (მათ შორის, შესაძლოა მოიცავდეს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც). გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
კავკასიის უნივერსიტეტი იცავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს, უზრუნველყოფს დისკრიმინაციის, შევიწროებისა და ჩაგვრისაგან თავისუფალ გარემო პირობებს, იზიარებს მრავალფეროვნების, თანასწორობისა და ჩართულობის (DEI) პრინციპებს და არის ქალთა გაძლიერების პრინციპების ხელმომწერი კომპანია.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|