|
დასახელება:
1C ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
Pine Tree International
|
|
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 17 დეკემბერი
|
სადისტრიბუციო კომპანია "ფაინ თრი ინთერნეიშენალ" აცხადებს ვაკანსიას 1C ოპერატორის პოზიციაზე;
მოვალეობები:
** ახალი კონტრაგენტის შექმნა, შესაბამისი რეკვიზიტების მითითებით;
** პრისეილერების მიერ გადმოგზავნილი შეკვეთების და დაბრუნებების შედარება, შეკვეთების დამუშავება, საწყობის პროგრამაში გადატვირთვა, აგროვებული შეკვეთების კორექტირება და რეალიზაციაში ატვირთვა;
** დისტრიბუციისთვის საბუთების გამზადება და ანგარიშ-ფაქტურების გადაგზავნა;
** დაბრუნებული პროდუქციის ზედნადებების გააქტიურება RS-ზე;
** დაბრუნების ფასების კონტროლი და კორექტირების ფაქტურების გადაგზავნა;
** ვადების მიხედვით შიდა საწყობებში დაბრუნებული პროდუქციის გადანაწილება;
** პროგრამულად საწყობის ნაშთების კონტროლი;
** საწყობის აღწერის შედეგად დაფიქსირებული გადაცდომების მიზეზების დადგენა და ხარვეზების აღმოფხვრა;
** ბორტის აღწერის შედარება პროგრამულად;
** დავალიანებების შესახებ სხვადასხვა სახის რეპორტების მომზადება მოთხოვნის შესაბამისად;
** რეალიზაციისა და დაბრუნების დოკუმენტების შემოწმება და დაარქივება;
** RS-ზე მიღებული ზედნადებების კონტროლი და შესასყიდი პროდუქციის აყვანა პროგრამაში
** RS-სა და პროგრამას შორის რეალიზაციის, დაბრუნებისა და ფაქტურების შედარება;
** პროდუქციის ჩამოწერა და RS-ზე ასახვა;
** დღის ბოლოს საწყობთან გაცვლილი დოკუმენტაციის შედარება;
** არსებული ვალების კორექტირება;
** ყოველი თვის ბოლოს გატარებული და ჩახურული ყველა შეკვეთის დოკუმენტების შემოწმება;
კვალიფიკაცია: სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე მინიმუმ 1 წელი;
პირობები:
** სამუშაო განაკვეთი - სრული (9.00-18.00), ერთი საათი შესვენება; შაბათი-კვირა და უქმე დღეები დასვენება;
** ანაზღაურება კვალიფიკაციის მიხედვით;
** მისამართი: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12კმ.
დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ CV მისამართზე: hr@pinetreeint.com და მეილის საგანში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.
გაითვალისწინეთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
|
|
|
|