Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=682526&print=yes&view=jobs
 
უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: Concept Digital
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / ბოლო ვადა: 17 დეკემბერი
"Concept Digital" ეძებს უძრავი ქონების გაყიდვების მენეჯერს

სამუშაო ადგილი: დისტანციური
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

ძირითადი მოვალეობები:

** უძრავი ქონების გაყიდვების პროცესის დაგეგმვა და მართვა;
** პოტენციურ კლიენტებთან აქტიური კომუნიკაცია და მოლაპარაკებების წარმართვა;
** შეხვედრების ორგანიზება და პროექტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება;
** CRM სისტემაში მონაცემების რეგულარული განახლება და სიზუსტის შენარჩუნება;
** იურიდიულ, ფინანსურ და სამშენებლო გუნდებთან თანამშრომლობა გაყიდვების პროცესის ეფექტურად წარმართვისთვის;
** გაყიდვების შედეგების ანალიზი და ანგარიშგების მომზადება მენეჯმენტისთვის.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების ან მარკეტინგის მიმართულებით);
** მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება გაყიდვებში (უძრავი ქონების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** გამართული კომუნიკაციის უნარი — როგორც ზეპირად, ისე წერილობით;
** ორგანიზებულობა, დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** ქართული, რუსული და ინგლისური ენების ცოდნა.

რას გთავაზობთ:

** კარიერული განვითარების და პროფესიული წინსვლის შესაძლებლობა;
** კომფორტული, მეგობრული და სტაბილური სამუშაო გარემო;
** კონკურენტული ანაზღაურება და საბონუსე სისტემა.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოაგზავნეთ თქვენი CV ელფოსტაზე: careers@conceptdigital.com

სათაურის ველში მიუთითეთ: "გაყიდვების მენეჯერი"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია