|
დასახელება:
მოლარე-კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
Scootarea
|
|
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 17 დეკემბერი
|
ელექტრო სკუტერების მაღაზია-სახელოსნო "Scootarea" აცხადებს ვაკანსიას მოლარე-კონსულტანტის პოზიციაზე.
მისამართი: ქ. თბილისი, კონსტანტინე კაპანელის N12
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი, კვირაში 6 სამუშაო დღე, 11:00-დან 19:00-მდე
ანაზღაურება: 1000 ლარი + ბონუსი (მეორე თვიდან)
ძირითადი მოვალეობები:
** მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა
** მიმდინარე აქციებისა და ფასების შესახებ ინფორმაციის მიწოდება
** სკუტერების მახასიათებლების ცოდნა
** სტენდზე გაყიდული სკუტერების დროულად ჩანაცვლება
** სალარო ოპერაციების შესრულება
** პროდუქციის ნაშთების კონტროლი
** სატელეფონო ზარებსა და სოცმედია არხებში შემოსულ შეტყობინებებზე პასუხი
აუცილებელი უნარები და პიროვნული თვისებები:
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა და შრომისმოყვარეობა
** კომუნიკაბელურობა და ენერგიულობა
** ქართულ ენაზე, გამართული მეტყველებისა და წერის უნარი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტაზე: info@scootarea.ge და სათაურის ველში ("Subject") მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება: "მოლარე-კონსულტანტი".
გთხოვთ, გაითვალისწინოთ: რეზიუმეს გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ scootarea დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს დასაქმების მიზნით და შეინახავს მას 6 თვის განმავლობაში.
მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
|
|
|
|