Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=682487&print=yes&view=jobs
 
შეფმზარეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეფმზარეული
მომწოდებელი: რესტორანი ბამბა
გამოქვეყნდა: 17 ნოემბერი / ბოლო ვადა: 17 დეკემბერი
რესტორანი "ბამბა" აცხადებს ვაკანსიას შეფმზარეულის პოზიციაზე.

ლოკაცია: თბილისი / კოტე აფხაზის 36
დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
კომპანია: რესტორანი "ბამბა"
ანაზღაურება: 3000+ (დამოკიდებულია გამოცდილებაზე)

თუ გიყვარს გემრიელი კერძების შექმნა, სტუმრებისთვის თბილი ატმოსფეროს შექმნა და გუნდთან მეგობრული თანამშრომლობა — "ბამბა" გეძებს!

ჩვენ ვეძებთ ენერგიულ, კრეატიულ და პასუხისმგებლიან შეფმზარეულს, რომელიც გახდება ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ნაწილი.

სამუშაოს აღწერა:

მზარეული პასუხისმგებელია რესტორნის სამზარეულოს ყოველდღიური ოპერაციების გამართულ მუშაობაზე და მენიუდან კერძების მაღალი სტანდარტებით მომზადებაზე. აქტიურად მონაწილეობს კერძების დროულ, ხარისხიან და ესთეტიკურად სწორი მომზადების პროცესში, უზრუნველყოფს ჰიგიენური და უსაფრთხოების წესების დაცვას და ზრუნავს სამზარეულოს ეფექტურ ორგანიზებაზე. თანაშემწეებთან და გუნდთან თანამშრომლობით უზრუნველყოფს პროდუქტის სწორ გამოყენებას, სუფთა სამუშაო სივრცესა და სამზარეულოს უწყვეტ მუშაობას. საჭიროების შემთხვევაში ერთვება სხვა კულინარიულ პროცესებში და უწყობს ხელს სტუმრებისთვის პოზიტიური გამოცდილების შექმნას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინ. 4 წლიანი სამუშაო გამოცდილება სამზარეულოში, აუცილებელია 2+ წლიანი სამუშაო გამოცდილება შეფ-მზარეულის ან აღმასრულებელი შეფ-მზარეულის პოზიციაზე;
** ქართული და ევროპული სამზარეულოს მომზადების წესის სრულფასოვნად ცოდნა;
** HACCP სტანდარტის ცოდნა
** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდის მართვის უნარი.

ფუნქცია-მოვალეობები:

** კერძების გემოვნური თვისებებისა და ვიზუალური გაფორმების სტანდარტების დაცვის უზრუნველყოფა;
** რეცეპტურის დაცვა. საჭიროების შემთხვევაში, ცვლილებების შეტანა გაუმჯობესება/დახვეწის მიზნით;
** დაქვემდებარებული პერსონალის მართვა;
** ახალი რეცეპტურების შემუშავებისას გადამუშავებული პროდუქტის კოეფიციენტისა და ნაშთების ცოდნა;
** ობიექტზე არსებული რეცეპტურების გადამოწმება და საჭიროების შემთხვევაში მათი განახლება.

გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის საშუალებით: bamba.restaurant1@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია