|
დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
SHAMANI
|
|
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
|
"SHAMANI Biohacking Georgia" (https://www.shamani.pro/) აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ბიოჰაკინგის (ბუნებრივი დანამატების დახმარებით, ორგანიზმის ეფექტურობისა და პროდუქტიულობის გაზრდა) მიმართულებით მაღაზია Biohackers` Store-ში.
თუ თქვენ ეძებთ არა უბრალოდ სამუშაოს, არამედ შესაძლებლობას, რომ შემოუერთდეთ თანამოაზრეთა გუნდს, რომლებიც ისწრაფვიან სამყაროს უკეთ შეცნობისკენ, განვითარებისკენ და ეხმარებიან სხვა ადამიანებს გახდნენ უკეთესები, მაშინ SHAMANI-ის ვაკანსია შენთვისაა!
ჩვენ ვეძებთ არა უბრალო თანამშრომელს არამედ სულიერად ახლო მეგზურს, რომელიც გაიზიარებს ჩვენს ფასეულობებს და გახდება SHAMANI-ის მეგობრული ოჯახის ნაწილი!
რა გევალება:
** მომხმარებელთა კონსულტირება სასურსათო დანამატებისა, ვიტამინების და ბიოჰაკინგის მიმართულებით;
** მომხმარებელთა კონსულტირება ტელეფონითა და ციფრული პლატფორმების საშუალებით;
** მომხმარებლის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით, მომსახურების გაწევა კომპანიის მიერ დადგენილი სტანდარტების მიხედვით;
** მომხმარებლისთვის კომპანიაში არსებული სიახლეებისა და შეთავაზებების გაცნობა;
** მუშაობა CRM სისტემაში;
** აქტიური ურთიერთობის მხარდაჭერა გუნდთან.
თუ სხვებისგან გამოგარჩევს:
** თავდაჯერებული კომუნიკაციისა და არგუმენტირების უნარი;
** მოლაპარაკების წარმოების უნარი;
** საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი;
** ანალიტიკური და თავისუფალი აზროვნების უნარი.
რა არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი:
** ახლის შეცნობის და განვითარების გულწრფელი სურვილი;
** ენერგიულობა და პოზიტიური შეხედულება ცხოვრებაზე;
** პასუხისმგებლობა და ჩართულობა;
** ემპათიურობა და დახმარების გულწრფელი სურვილი.
პრიორიტეტულად განიხილება კანდიდატები:
** ფსიქოლოგები;
** ნუტრიციოლოგები;
** ქოუჩები.
სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 8 საათიანი გრაფიკი.
ანაზღაურება: ფიქსირებული 999 - 2000 ლარი + გაყიდულის 3-10%.
გთხოვთ გაეცნოთ "SHAMANI"-ს ღირებულებებს (https://www.shamani.pro/manifest) და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტეთ, შეგეფერებათ თუ არა ეს ღირებულებები და გამოგვიგზავნოთ CV.
ერთად შევქმნათ ერთიანი, მაღალვიბრაციული, ჯანსაღი საზოგადოება!
ჩვენ შენ დიდი ხანია გეძებთ!
მიჰყევი შინაგან ხმას.
shamani.pro
|
|
|
|