|
დასახელება:
გაყიდვების კონსულტანტი
|
| მომწოდებელი:
Zudu Doors
|
|
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
|
"Zudu Doors"-ის გუნდში გაყიდვების კონსულტანტს ვეძებთ!
თუ გიყვარს კომუნიკაცია ადამიანებთან, ხარ აქტიური, ყურადღებიანი და გინდა განვითარება თანამედროვე დიზაინის სფეროში - შემოგვიერთდი "Zudu Doors"-ში!
შენი ძირითადი მოვალეობები იქნება:
** მაღაზიაში წარმოდგენილი პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა;
** კომპანიის მომხმარებლებისთვის მაღალკვალიფიციური მომსახურების უზრუნველყოფა;
** გაყიდვების პროცესის მართვა - ინტერესიდან შესყიდვამდე;
** შოურუმში სტუმრების მიღება და სასიამოვნო გამოცდილების შექმნა;
** შოურუმის სისუფთავისა და მოწესრიგებული იერის შენარჩუნება;
** ეფექტური გაყიდვების უზრუნველყოფა;
** მომსახურების ხარისხის მუდმივ გაუმჯობესებაზე ზრუნვა;
** ონლაინ არხებში მომხმარებელთან კომუნიკაცია და შეკითხვებზე სრულყოფილი პასუხის გაცემა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სრული განაკვეთი - 6 სამუშაო დღე კვირაში;
** ფიქსირებული ანაზღაურება - 1200 ლარი + საბონუსე სისტემა;
** სამუშაო საათები: 11:00 - 19:00;
** 1-კვირიანი გადამზადება;
** სამუშაო ადგილი: ბათუმი, პუშკინის 162.
თუ ფიქრობ, რომ ეს პოზიცია შენთვისაა, გამოგვიგზავნე შენი CV ელფოსტაზე: zududoors@gmail.com ან დაგვიკავშირდი სოციალურ ქსელებში.
|
|
|
|