Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=682462&print=yes&view=jobs
 
აღრიცხვის ჯგუფის სპეციალისტი - ფოთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღრიცხვის ჯგუფის სპეციალისტი
მომწოდებელი: ბი ენდ პი
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი / ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
კომპანია "ბი ენდ პი" აცხადებს ვაკანსიას აღრიცხვის ჯგუფის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაოს შესრულების ადგილი: ქ.ფოთი
სამუშაო გრაფიკი: არასრული
დამატებითი ბენეფიტები: სამედიცინო დაზღვევა

აუცილებელი მოთხოვნა: მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

ფუნქცია-მოვალეობები:

** ტვირთების სრული აღრიცხვა, მათი მიღება შესაბამისი დოკუმენტაციის თანახმად;
** გადამუშავებული ტვირთების სტატისტიკური მონაცემების დაჯამება;
** ტვირთების შესაბამისი საბაჟო, საპორტო და სარკინიგზო დოკუმენტაციის სისწორის კონტროლი;
** უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

საჭირო უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის გრძნობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
** პუნქტუალურობა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: bandp@bandp.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

მოცემულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, კანდიდატი ადასტურებს, რომ იცნობს და ეთანხმება ვაკანსიის განაცხადში მოცემულ ფუნქციებსა და პირობებს. ასევე, ის თანახმაა, მის მიერ წარდგენილ დოკუმენტებში მოცემული პერსონალური მონაცემები, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, დამუშავდეს ვაკანსიის/კანდიდატის შერჩევის მიზნებისთვის.
ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე ავტომატურად ხვდება კომპანიის ელექტრონულ ბაზაში და შეიძლება განხილულ იქნას მსგავსი ვაკანტური პოზიციისთვის.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია