Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=682449&print=yes&view=jobs
 
კონტენტ მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონტენტ მენეჯერი
მომწოდებელი: მადარტი
გამოქვეყნდა: 15 ნოემბერი / ბოლო ვადა: 15 დეკემბერი
კომპანია "მადარტი" 2009 წლიდან დღემდე წარმატებით ინარჩუნებს საკონდიტრო ბაზარზე ლიდერის პოზიციას. კომპანიის უმთავრესი ღირებულება ჯანსაღი და უვნებელი პროდუქციის წარმოებასთან ერთად, ჩვენი თანამშრომლების კეთილდღეობა, მათ განვითარებაზე ზრუნვა და ერთობლივი მიზანსწრაფვაა.

დღეს, "მადარტის" გუნდი 1000-მდე თანამშრომელს აერთიანებს წარმოების, ხარისხის, ფინანსების, მარკეტინგის, ადამიანური რესურსების, გაყიდვების, შესყიდვების, ინფორმაციული ტექნოლოგიების, საოპერაციო და ლოჯისტიკის მიმართულებით.

თუ შენი მიზანია შექმნა შენი წარმატების ისტორია, ჩვენ დაგეხმარებით მიზანი აქციო რეალობად, მოგცემთ განვითარების და შენი უსაზღვრო შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას.

გახსოვდეს - ჩვენ ვიბადებით შეუჩერებლები!

დაგვიმეგობრდი: https://www.facebook.com/madartcareer
გაგვიცანი უკეთ: https://madart.ge/

კომპანია "მადარტი" აცხადებს ვაკანსიას კონტენტ მენეჯერის პოზიციაზე!

შერჩევის პროცესი დაიწყება რეზიუმეების მიღებისთანავე ამიტომ ნუ გადადებ!

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კონტენტის იდეების გენერაცია და გუნდის წევრებთან კოორდინაცია კონტენტის დაგეგმვის პროცესში;
** არსებული კონტენტის გაანალიზებით, კონტენტ სტრატეგიის გაუმჯობესება;
** კონტენტ კალენდრის შედგენა და კოორდინირება;
** კონტენტ ლაინების შექმნა;
** პროდუქციის, მაღაზიის სივრცისა და მიმდინარე აქციების ფოტო/ვიდეო გადაღებებისთვის საჭირო გარემოს და რეკვიზიტების დაგეგმვა/ორგანიზება;
** ბრენდის სტილში ვიზუალური და ვიდეო კონტენტის შექმნა სოციალური მედიის პლატფორმებისთვის (Facebook, Instagram, TikTok და სხვ.);
** სოცმედია არხების ყოველდღიური მართვა და მონიტორინგი;
** დიზაინერთან მუშაობა და მასთან ერთად პოსტის ვიზუალების შექმნა;
** ციფრული არხების შედეგების ანალიზი;
** ბრენდის იმიჯის შენარჩუნება და გაძლიერება კონტენტის მეშვეობით;
** უშუალო ხელმძღვანელის მიერ სამუშაო პროცესში წარმოშობილი სხვა დავალებების შესრულება.

ამისათვის შენ გევალება გაიარო შერჩევის შემდეგი ეტაპები:

** ელფოსტაზე შემოსული რეზიუმეების, ფილიალებში შევსებული აპლიკაციების, ქოლცენტრის და სოციალური ქსელის მეშვეობით გამოგზავნილი ინფორმაციის/რეზიუმეების გადარჩევა;
** პროექტული დავალება;
** გასაუბრება ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერთან და დირექტორთან.

ჩვენ ვითხოვთ:

** მინიმუმ 1 წლიან სამუშაო გამოცდილება ანალოგიურ პოზიციაზე;
** გამართული ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალ გრძნობას;
** ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმართვის უნარს;
** ანალიტიკური აზროვნების უნარს;
** გადაწყვეტილებების დამოუკიდებლად მიღების უნარს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბელიაშვილი
სამუშაო გრაფიკი: სრული, კვირაში 5 დღე

ჩვენ ასევე გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** Fitapass - ით სარგებლობას;
** პროფესიული და კარიერული განვითარების ხელშეწყობას;
** პარკირების შეუფერხებლობას;
** უსაფრთხო და ჯანსაღ სამუშაო გარემოს.

რეზიუმეების მიღება განხორციელდება შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: jobs@madart.ge

შერჩევის ბოლო ეტაპიდან არაუგვიანეს 2 კვირისა კანდიდატს ელექტრონული ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება უკუკავშირი როგორც დადებითი, ისე უარყოფითი პასუხის შემთხვევაში.

CV-ს გამოგზავნით ან/და აპლიკაციის შევსებით თქვენ ავტომატურად ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანია "მადარტმა" დაამუშაოს და შეინახოს თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემები CV-ს გამოგზავნიდან ან/და აპლიკაციის შევსებიდან 1 წლის განმავლობაში. შენახვის მიზანია დამსაქმებელმა თქვენი ვაკანსიები განიხილოს სხვა პოზიციაზე ან/და მიმდინარე ვაკანსიის დახურვის შემთხვევაში დაგიკავშირდეთ მოგვიანებით, მას შემდეგ რაც მოხდება ვაკანსიის განახლება.

იმ შემთხვევაში თუ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის გაცხადების შემდგომ აღარ გსურთ დამუშავდეს თქვენი პერსონალური მონაცემები თანხმობის გამოხმობაზე მოგვწერეთ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: vacancy@madart.ge

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია