Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=682414&print=yes&view=jobs
 
ფილიალის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: თერმოინდუსტრია
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი / ბოლო ვადა: 20 დეკემბერი
შპს "თერმოინდუსტრია", რომელიც არის გათბობა-გაგრილების, წყალგაყვანილობა -კანალიზაციის, კონდიცირების, სატუმბე სადგურების, აუზებისა და ჰელიოსისტემების ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი საქართველოში აცხადებს ვაკანსიას ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე.

ვეძებთ მოტივირებულ ფილიალის მენეჯერს, რომელიც გააკონტროლებს ჩვენი შოურუმის ყოველდღიურ საქმიანობას. კანდიდატს უნდა ჰქონდეს მომხმარებელთან პოზიტიური ურთიერთობის, ვიზუალური მერჩენდაიზინგის, გუნდის მართვისა და გაყიდვების წახალისების გამოცდილება.

ვაკანსია: ფილიალის მენეჯერი

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** კომპანიის კონცეფციის მიხედვით შოურუმში მიმდინარე პროცესების მართვა;
** ფილიალის საქმიანობის ეფექტური მართვა და ფილიალის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინირება/მონიტორინგი;
** მომხმარებლის საჭიროებებისა და მოთხოვნების შესწავლა-გათვალისწინება;
** მომხმარებლის მოთხოვნებზე დროული და ეფექტური რეაგირება;
** გუნდის მართვა საუკეთესო შედეგის მისაღებად; თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობა;
** შოურუმში წარმოდგენილი პროდუქციის ვიზუალური მონიტორინგი/მერჩენდაიზინგი;
** შოურუმში ფასმაჩვენებლების, კატალოგების არსებობის მონიტორინგი;
** შოურუმში მომხმარებელთა შემოდინების ანალიზი;
** კოლაბორაცია მარკეტინგთან და სხვა დეპარტამენტებთან, შოურუმის უწყვეტი და ეფექტური მუშაობისთვის;
** შოურუმის, ასევე კომპანიის გარე პერიმეტრის იერსახის სისუფთავის კონტროლი და სხვა დადგენილი სტანდარტების მონიტორინგი;
** გაყიდვებში ჩართულობა;
** საწყობის ზედამხედველობა და მათ სწორ, გამართულ მუშაობაზე პასუხისმგებლობა;

პიროვნული თვისებები:

** კომუნიკაციის კარგი უნარი;
** გუნდის მართვის და საქმის სწორად დელეგირების უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** განვითარებაზე ორიენტირებული;
** დროის ეფექტური მენეჯმენტის უნარი;
** ორგანიზებული;
** მოწესრიგებული;
** პასუხისმგებლობიანი;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ბაკალავრის ხარისხი ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით ან მასთან მომიჯნავე სფეროში;
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენა: ინგლისური სასაუბრო დონეზე;
** მინიმუმ 5 წლიანი მუშაობის გამოცდილება მენეჯერულ პოზიციაზე;
** მომხმარებლებთან კომუნიკაციის გამოცდილება;
** გაყიდვების მიმართულებით გამოცდილება;
** გათბობა-გაგრილების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება სასურველია და ჩაითვლება უპირატესობად;

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 40 საათი;
** ანაზღაურება: შეთანხმებით;
** ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ბელიაშვილის ქ. 108
** ბენეფიტები: დაზღვევა; კვება;

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელ. მისამართზე: hr@thermoindustria.com. Subject-ში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, (ფილიალის მენეჯერი) წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 20 დეკემბერი.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@thermoindustria.com

შპს "თერმოინდუსტრია" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია