Робота для біженців з України
საწყობის უფროსი მომმარაგებელი - ბათუმი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის უფროსი მომმარაგებელი
მომწოდებელი: Casino International
გამოქვეყნდა: 14 ნოემბერი / ბოლო ვადა: 14 დეკემბერი
"კაზინო ინტერნეიშენალი" სასტუმრო "ჰილტონ ბათუმში" აცხადებს ვაკანსიას საწყობის უფროსი მომმარაგებლის პოზიციაზე:

სამუშაო პირობები:

** სამუშაო საათები - 10:00-19:00; კვირაში 2 დასვენების დღე;
** კანონით გათვალისწინებული ზეგანაკვეთურად შესრულებული საათების შემთხვევაში დამატებით ანაზღაურება;
** სამუშაო საათებში კვებით უზრუნველყოფა;
** ჯანმრთელობის დაზღვევა (60% თანადაფარვით);
** გუნდური და მეგობრული სამუშაო გარემო;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების MS Word, Excel ცოდნა;

ძირითადი მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება ზედნადების მიხედვით;
** მიღებული პროდუქციის:
1. სწორად და ორგანიზებულად დასაწყობება კატეგორიის, ტიპის და ვადის მიხედვით;
2. რაოდენობრივი და ხარისხობრივი შემოწმება;
3. მონაცემების დროული და ზუსტი ასახვა მარაგების სისტემაში;
** პროდუქციის მოძრაობის კონტროლი FIFO მეთოდით (First In, First Out);
** მიღება-გაცემის შესაბამისი დოკუმენტაციის შევსება;
** გასაცემი პროდუქციის სიზუსტის შემოწმება მიღება-გაცემის დოკუმენტის საფუძველზე;
** საწყობში არსებული:
1. მინიმალური და მაქსიმალური მარაგების დონის რეგულარული მონიტორინგი;
2. ვადაგასული ან საეჭვო პროდუქციის დროული იდენტიფიცირება;
** ვადების ცვლილებების ასახვა მარაგების სისტემაში;
** საწყობის სივრცის რაციონალური გამოყენება;
** პროდუქციის შენახვის პირობების დაცვა (ტემპერატურა, ტენიანობა, განათება და ა.შ.);
** შრომის უსაფრთხოების და სანიტარიული წესების დაცვა.
** საწყობის თანამშრომლებისთვის:
1. ინსტრუქციის მიცემა სამუშაო სტანდარტების დაცვის მიზნით;
2. დავალებების განაწილება და მათი კონტროლი;
** უშუალო ან/და შესაბამისი განყოფილების ხელმძღვანელთან ყოველდღიური ან/და ყოველკვირეული ანგარიშგება მარაგების, მიღება-გაცემის, დანაკარგებისა და ვადების შესახებ;
** მარაგების მართვის მიზნით შესყიდვების დეპარტამენტთან მჭიდრო და დროული კომუნიკაცია.

პიროვნული თვისებები და უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შეზღუდულ ვადებში მუშაობის უნარი;
** დატვირთულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
** ენერგიულობა;
** პუნქტუალურობა;

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@cibatumi.com და სათაურის ველში (subject-ში) მიუთითოთ მიუთითოთ სასურველი ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე