Робота для біженців з України
საწყობის მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საწყობის მენეჯერი
მომწოდებელი: MEAMA Franchise
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
"მეამა ფრენშაიზი" თავის გუნდში იწვევს თანამშრომელს საწყობის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი - სრული, ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00 საათამდე (1 საათი შესვენება)
მისამართი - თბილისი, გივი ამილახვარის ქუჩა N2
ანაზღაურება - 1700-2000 (კვალიფიკაციის მიხედვით)

მოვალეობები:

** პროდუქციის მიღება/გადათვლა/დასაწყობება/პროგრამაში ასახვა;
** გაყიდული/შეკვეთილი პროდუქციის მომზადება და შესაბამის ობიექტებზე გადამისამართება/პროგრამაში ასახვა;
** პერიოდულად ინვენტარიზაციის ჩატარება. რეალური და ბუღალტრული ნაშთის სისწორის უზრუნველყოფა;
** დაბრუნებული მასალების აღრიცხვა დასაწყობება/პროგრამაში ასახვა;
** ნაშთების კონტროლი, სასაწყობე მარაგების ოპტიმალური ნაშთების უზრუნველყოფა;
** პასუხისმგებლობის აღება ჩაბარებულ ნაშთებზე;

მოთხოვნები:

** მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება არსებულ პოზიციაზე;
** Microsoft office - პროგრამების ცოდნა;
** პროგრამა Fina- ში მუშაობის გამოცდილება, ჩაითვლება უპირატესობად;

უნარ-ჩვევები:

** ორგანიზებულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობიანი;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით ელ. მისამართზე:career@meamacollect.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურის განხილვა ვერ მოხდება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 13 დეკემბერი.

რეზიუმეების განხილვის შედეგად, დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. კანდიდატების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით, გასაუბრების საფუძველზე.გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების გამოგზავნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს "მეამა"-მ დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განხილულ იქნას სხვა ვაკანტური პოზიციისთვის. თქვენი რეზიუმე შესაძლოა შენახული იქნას 1 წლის განმავლობაში.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე