Робота для біженців з України
მიმტანი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მიმტანი
მომწოდებელი: ფიესტა
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
თბილისში მდებარე მექსიკური ბარი და რესტორანი "ფიესტა" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის პოზიციაზე.

ვეძებთ ადამიანს რომელსაც უყვარს ხალხთან ურთიერთობა, არის პასუხისმგებლობის გრძნობით აღსავსე და სურს გაეცნოს მომსახურების სფეროს ევროპულ სტანდარტებს.

ჩვენ გთავაზობთ ანაზღაურებად ტრენინგებს მომსახურების სტანდარტების შესასწავლად, კომფორტულ სამუშაო გარემოს, მეგობრულ გუნდსა და კონკურენტულ ანაზღაურებას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება - 0-დან 1 წლამდე
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობიანი
** მოწესრიგებული
** პუნქტუალური
** მოტივირებული
** პოზიტიური

სამუშაო საათები:

** ორშაბათი-ხუთშაბათი 12:30-23:00
** პარასკევი-შაბათი 15:00-02:00
** კვირა - 15:00-22:00

სამუშაო დღეები: კვირაში 5.

ანაზღაურება:

** შეთანხმებით, რასაც ემატება თიფი.
** ანაზღაურება არის ზრდადი.
** სამსახურის შემდეგ ტრანსპორტირებას, პარასკევს და შაბათს, უზრუნველყოფს კომპანია

დაინტერესებულმა პირებმა CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: fiestabartbilisi@gmail.com.

გისურვებთ წარმატებებს!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე