|
დასახელება:
კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი - უფასო კურსები
|
| მომწოდებელი:
საქართველოს კარიტასი
|
|
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 27 ნოემბერი
|
კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი - უფასო კურსები
"საქართველოს კარიტასი" არის კათოლიკური ეკლესიის საქველმოქმედო ფონდი, რომელიც დაარსდა 1994 წლის 3 ნოემბერს. "საქართველოს კარიტასის" მისია არის უპოვართა დახმარება, გულმოწყალების და სამართლიანობის დამკვიდრება საქართველოში. დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს:
http://www.caritas.ge; https://www.facebook.com/CaritasGeorgiaOfficial
"საქართველოს კარიტასმა", განათლების განვითარების პროგრამის ფარგლებში, გახსნა კრეატიული ტექნოლოგიების სასწავლო ცენტრი ქალაქ თბილისში, სადაც 14-21 წლამდე ახალგაზრდები ეუფლებიან თანამედროვე პროფესიებს.დამატებითი ინფორმაციისთვის მიჰყევით ბმულს: https://www.facebook.com/CCTCaritasGeorgia
კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრი ანახლებს სტუდენტების მიღებას მაისის თვიდან და სთავაზობს მათ შემდეგ კურსებს:
** თამაშების პროგრამირება: თამაშები და ანიმაცია. თამაშების პროგრამირების კურსზე, სტუდენტები შექმნიან მულტიმედია პროექტებს, რომელიც მიმართული იქნება მომხმარებელთა სხვადასხვა საჭიროებებსა და მათი პრობლემების მოგვარებაზე.კურსის შესწავლის დროს სტუდენტები იმუშავებენ Unity-ში, Visual Studio-ში დაწერენ კოდებს C# ენაზე.
** პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება: კურსი ფოკუსირებულია პრაქტიკულ სწავლაზე და რეალურ სამყაროში არსებულ სცენარებზე, რათა მოამზადოს სტუდენტები წარმატებული კარიერისთვის QA-ში. სტუდენტები მიიღებენ მტკიცე გაგებას პროგრამული უზრუნველყოფის ხელით ტესტირების პრინციპებისა და ტექნიკის შესახებ. კურსის მიზნები: გაიგოთ პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების საფუძვლები და მისი მნიშვნელობა პროგრამული უზრუნველყოფის შემუშავებაში, ისწავლოთ ხელით ტესტირების სხვადასხვა ტექნიკა დეფექტების გამოსავლენად და პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის უზრუნველსაყოფად.
** გრაფიკული დიზაინი/UI/UX Design: სტუდენტები შეისწავლიან გრაფიკულ დიზაინს, ტიპოგრაფიის, ფოტოგრაფიისა და ილუსტრაციის გამოყენებით. გრაფიკული დიზაინის კურსის პირველი ეტაპი მოიცავს ისეთ პროგრამებს, როგორიცაა: Photoshop, Illustrator, მომდევნო ეტაპზე კი UI/UX Design-ს.
** ვებ - პროგრამირება: კურსის ფარგლებში, სტუდენტები ისწავლიან კოდირებას, ვებ-გვერდების შექმნას და მათ მართვას. კურსის სხვადასხვა დონეებზე, შესაძლებელი იქნება HTML, CSS, JavaScript-ის შესწავლა.
თითოეული კურსის ხანგრძლივობა 3 თვეა, კვირაში - 2 გაკვეთილი (4 საათი).
სწავლა მიმდინარეობს ქალაქ თბილისში, კრეატიული ტექნოლოგიების ცენტრში, ოფლაინ რეჟიმში.
რეგისტრაციისთვის, გთხოვთ ეწვიოთ ბმულს: https://forms.gle/HqMEPTZru3uHVkMm7
რეგისტრაციის ბოლო ვადაა 27 ნოემბერი.
|
|
|
|