Робота для біженців з України
მათემატიკის მასწავლებელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მათემატიკის მასწავლებელი
მომწოდებელი: ნიუტონის თავისუფალი სკოლა
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი / ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
"ნიუტონის თავისუფალი სკოლა" აცხადებს კონკურსს მათემატიკის მასწავლებლის პოზიციაზე.

თუ ხართ თქვენი საქმის პროფესიონალი, ეცნობით და იყენებთ სწავლების ახალ მეთოდებს, ზრუნავთ თვითგანვითარებაზე და არ გეშინიათ, გახდეთ ცნობისმოყვარე მოსწავლეების მასწავლებელი, მაშინ ნიუტონის თავისუფალი სკოლის გუნდში ადგილი თქვენთვისაც მოიძებნება.

კვალიფიკაცია:

** შესაბამისი უმაღლესი განათლება
** მასწავლებლად მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება
** კომპიუტერული საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა

უნარ-ჩვევები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** ეფექტური კომუნიკაცია
** ორგანიზებულობა
** კონფლიქტური სიტუაციების ეფექტური მართვა
** კრეატიულობა
** გუნდური მუშაობის უნარი
** პუნქტუალურობა

კონკურსი ჩატარდება სამ ეტაპად: პირველ ეტაპზე შერჩევა მოხდება CV-ის საფუძველზე. მეორე ეტაპზე ჩატარდება გასაუბრება. მესამე ეტაპზე კანდიდატი ჩაატარებს საჩვენებელ გაკვეთილს.

ანაზღაურება განისაზღვრება გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: vacancy@newton.edu.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

საბუთების მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 30 ნოემბერი.

გაცნობებთ, რომ შპს "ნიუტონის თავისუფალი სკოლა" ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით, ამუშავებს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა დაცვით.

რეზიუმესა და სხვა დოკუმენტების კომპანიისთვის გაგზავნით, პრეცედენტი ადასტურებს, რომ თანახმაა, კომპანიამ მიმდინარე ვაკანსიაზე შესაბამისობის დადგენის მიზნით დაამუშაოს პრეტენდენტის პერსონალური მონაცემები და ასევე, შეინახოს იგი მონაცემთა ბაზაში 3 წლის ვადით, მომავალში პრეტენდენტისთვის სხვა პოზიციის შეთავაზების მიზნით.

პრეტენდენტს უფლება აქვს გამოიხმოს თავისი თანხმობა იმავე ელ.ფოსტაზე შეტყობინების გაგზავნით, რომელზეც გაგზავნა რეზიუმე და დოკუმენტები. ამ შემთხვევაში, კომპანია წაშლის პრეტენდენტის პერსონალურ მონაცემებს და აღარ განიხილავს მას მიმდინარე ან/და მომავალში წარმოშობილ ვაკანსიებზე.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე