|
დასახელება:
მარაგების აღრიცხვის სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
სამშენებლო ჰოლდინგი
|
|
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 30 ნოემბერი
|
სამშენებლო ჰოლდინგი აცხადებს შერჩევას მარაგების აღრიცხვის სპეციალისტის ვაკანტურ პოზიციაზე. კომპანია ოპერირებს როგორც დეველოპერული ასევე სამშენებლო მასალების წარმოების მიმართულებით. ჰოლდინგი მოიცავს საქმიანობის შემდეგ მიმართულებებს:
** სამშენებლო/დეველოპერული მიმართულება (მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა თბილისის სხვადასხვა ლოკაციაზე)
** ინერტული მასალების მოპოვება და გადამუშავება (კასპი)
** ღრუტანიანი გადახურვის ფილების წარმოება (გლდანი)
მდებარეობა: ქ. თბილისი, გლდანი ხიზანიშვილის ქ. N26 2ბ
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი
დასვენების დღე: კვირა
ფუნქცია-მოვალეობები:
** ობიექტზე არსებული საწყობის მართვა
** მარაგების კონტროლი და მიღება-გაცემა დადგენილი ფორმებითა და წესით
** წინასწარ განსაზღვრული ფორმითა და პერიოდულობით ანგარიშების წარდგენა
ჩვენთან დასაქმების შემთხვევაში გთავაზობთ:
** საინტერესო სამუშაო გარემოს
** ჯანმრთელობის დაზღვევას
რეზიუმეები მიიღება ელ-ფოსტის საშუალებით მისამართზე: hr@mega.com.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 30 ნოემბერი
"მეგა ჰოლდინგში" თქვენ მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს.
გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები მეგა ჰოლდინგის მიერ დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე არაუმეტეს ერთი თვის ვადით, რის შემდგომაც მონაცემები განადგურდება. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
რეზიუმეს წარმოუდგენლობა შესაძლოა გახდეს თქვენი დისკვალიფიკაციის საფუძველი.
მონაცემთა სუბიექტის უფლებები სრულად არის განსაზღვრული პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 თავით.
"მეგა ჰოლდინგი" მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|