|
დასახელება:
ტალანტების შერჩევის უფროსი სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
სითიქომი
|
|
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
|
გვიხარია, რომ დაინტერესდი ჩვენი ვაკანსიით!
ჩვენ შესახებ:
"სითიქომი" სამეზობლოს პირველი ქართული ციფრული სივრცეა, რომელიც 2017 წლიდან ზრუნავს მეზობლობის სიმარტივესა და გამჭვირვალობაზე. ის წარმოადგენს ერთგვარ "ციფრულ ყულაბას", სადაც შესაძლებელია, თვალი ადევნო შენი სამეზობლოს შემოსავლებსა და ხარჯებს, დაიქირაო სასურველი სერვისების პროვაიდერები, შეასრულო ავტომატური გადარიცხვები და თავი მოუყარო მეზობლებს ერთ სივრცეში.
პროფესიული განვითარების გარდა, "სითიქომში" დაგხვდება მეგობრული გარემო, არასამუშაო საათებში ბევრი საინტერესო აქტივობა და გართობა!
პოზიციის შესახებ:
ვეძებთ გამორჩეული კომუნიკაციის მქონე, პროაქტიულ და შედეგებზე ორიენტირებულ გუნდის წევრს, რომელიც შეძლებს ტალანტების შერჩევის სრული ციკლის ეფექტიანად მართვას.
ძირითადი მოვალეობები:
** ტალანტების შერჩევის სრული პროცესის მართვა პოზიციის განთავსებიდან კანდიდატის ონბორდინგამდე
** დეპარტამენტის ხელმძღვანელებთან აქტიური თანამშრომლობა პოზიციების მოთხოვნების განსაზღვრის მიზნით
** პოზიციების განთავსება კომპანიის career საიტზე და სხვადასხვა პლატფორმაზე
** კანდიდატების შერჩევისთვის მრავალმხრივი საძიებო არხების გამოყენება: სოციალური მედია, პროფესიული პლატფორმები, რეკომენდაციები, ბაზის განახლება, ჰედჰანტინგი და სხვა
** ინტერვიუების დაგეგმვა და ჩატარება, კანდიდატებისთვის უკუკავშირის მიწოდება
** მიმდინარე ვაკანსიებისა და რეკრუტინგის სტატუსის შესახებ რეგულარული რეპორტინგი
** სანდო პარტნიორობა როგორც მენეჯერებთან, ისე კანდიდატებთან, ბაზრის ხედვებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებით
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფსიქოლოგიის, სოციალური მეცნიერებების ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით
** მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება რეკრუტინგში (ოპერაციული, მენეჯერული და ტექნიკური პოზიციების შერჩევის გამოცდილებით)
** თანამედროვე რეკრუტინგ ინსტრუმენტებისა და sourcing ტექნიკების ცოდნა
** გამორჩეული კომუნიკაციისა და ადამიანებთან ურთიერთობის უნარი
** დროის მართვისა და პრიორიტეტების განსაზღვრის მაღალი უნარი
** კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (B2-C1)
რას გთავაზობთ ჩვენ:
** სამუშაო დრო: 10:00-18:00, დასვენება შაბათი და კვირა
** ექსკლუზიური შეთავაზებები პარტნიორი კომპანიებისგან
** Fitpass
** დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი
** მდებარეობა: თბილისი, გიორგი დანელიას 23 (ნაფეტვრების ასახვევი)
რეზიუმეს ასატვირთად ეწვიეთ ბმულს: https://link.citycom.ge/SeniorTAspecialist
გაცნობებთ, რომ "სითიქომში" შენი პერსონალური მონაცემების გადმოგზავნით ნებას გვრთავ, რომ შენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დავამუშაოთ, გავუზიაროთ მესამე პირ (ებ)საც და შევინახოთ ის კანონით განსაზღვრული ვადით. მონაცემების დამუშავება ემსახურება მხოლოდ იმ მიზანს, რომ დავადგინოთ შენი კანდიდატურის შესაბამისობა ჩვენ მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე.
|
|
|
|