|
დასახელება:
გაყიდვების მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Solana Development
|
|
გამოქვეყნდა: 13 ნოემბერი
/ ბოლო ვადა: 13 დეკემბერი
|
"Solana Development" 11 წლიანი გამოცდილებს მქონე წამყვანი სამშენებლო-დეველოპერული კომპანიაა უძრავი ქონების ბაზარზე. ამ ეტაპზე ვაშენებთ ჩვენს რიგით მე-4, ინოვაციურ პროექტს Solana Grand Residences შავი ზღვის სანაპიროზე.
იხილეთ ჩვენი ვებგვერდი: https://solanadevelopment.ge/
"Solana Development" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე ბათუმში.
ძირითადი მოვალეობები:
** გაყიდვების პროცესის სრული მართვა — პირველადი კონტაქტიდან ხელშეკრულების გაფორმებამდე;
** მომხმარებლებთან კომუნიკაცია და პროფესიული კონსულტაციის გაწევა პროექტის ყველა დეტალზე (ადგილმდებარეობა, ფასი, პირობები, საინვესტიციო სარგებელი და სხვ.);
** პოტენციური მყიდველების მიღება და შეხვედრებისა ორგანიზება;
** საჭიროების შემთხვევაში მყიდველების ადგილზე ჩაყვანა ქობულეთში, ობიექტზე ტურის ჩატარება და პრეზენტაცია;
** ადგილობრივ და საერთაშორისო უძრავი ქონების სააგენტოებთან თანამშრომლობა, მათი მუდმივი ინფორმირება და მოტივაცია;
** გაყიდვების მონაცემების მართვა CRM სისტემაში და რეგულარული ანგარიშების მომზადება მენეჯმენტისთვის;
** მარკეტინგის გუნდთან თანამშრომლობა კამპანიების დაგეგმვისა და შედეგების ანალიზის
პროცესში;
** გაყიდვის შემდგომი კომუნიკაციის შენარჩუნება მომხმარებლებთან და მათი კმაყოფილების კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 1-3 წელიწადიანი გამოცდილება უძრავი ქონების B გაყიდვების ან ბიზნეს-განვითარების-ის მიმართულებით (უძრავი ქონებაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად);
** CRM სისტემასთან მუშაობის ცოდნა (მაგალითად, Salesforce" Amocrm, Bitrix ან სხვა).
** გამართული კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე; რუსულ, ივრითულ ან ჩინურ ენაზე მეტყველება ჩაითვლება უპირატესობად;
** მოლაპარაკების წარმოების და დარწმუნების უნარი.
სამუშაო გრაფიკი: სრული
ხელფასი: ფიქსირებული + ბონუსი (განისაზღვრება კანდიდატის კვალიფიკაციიდან გამომდინარე)
როგორ გამოაგზავნოთ რეზიუმე:
გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელფოსტის მისამართზე info@solanadevelopment.ge.
თემაში მიუთითეთ "გაყიდვების მენეჯერი". დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გაცნობებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV) შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ კომპანია თქვენს პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და მას შეინახავს გამოგზავნიდან არაუმეტეს 1 წლის განმავლობაში. თქვენ მიერ CV/რეზიუმეს გამოგზავნით ეთანხმებით თქვენი მონაცემების 1 წლის განმავლობაში შენახვას და დამუშავებას, რაც გულისხმობს, რომ ვაკანსიაზე შესაძლოა კომპანიიდან შეგეხმიანონ მითითებული პერიოდის განმავლობაში მომავალშიც.
გაცნობებთ, რომ ნებისმიერ დროს გაქვთ უფლება მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ მონაცემების დამუშავების თაობაზე, ასევე, მოითხოვოთ მონაცემების წაშლა ან შესწორება.
|
|
|
|